თარგი:დღის სტატია:10-29

მუსტაფა ქემალ ათათურქი, 1934 წლამდე მუსტაფა ქემალი (დ. 1881, სალონიკი — გ. 10 ნოემბერი, 1938, სტამბოლი) — თურქეთის არმიის ოფიცერი და რევოლუციონერი სახელმწიფო მოღვაწე, თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებელი და მისი პირველი პრეზიდენტი. მუსტაფა ქემალმა მყისვე დაიმკვიდრა თავი როგორც წარმატებულმა სამხედრო მეთაურმა გალიპოლის ბრძოლაში დივიზიონის მეთაურად მსახურობის განმავლობაში. ოსმანთა იმპერიის მოკავშირეთა მიერ დამარცხების შემდეგ, რასაც თურქეთის დანაწილების გეგმა მოჰყვა თან, ქემალი წინ გაუძღვა თურქების ნაციონალურ მოძრაობას, რასაც შემდგომში თურქების ომი დამოუკიდებლობისთვის დაერქვა. მის წარმატებულ კამპანიას შედეგად ქვეყნის განთავისუფლება და თურქეთის რესპუბლიკის დამყარება მოჰყვა.