თარგი:დღის სტატია:09-5

დედა ტერეზა
დედა ტერეზა

დედა ტერეზა (ალბ.: Agnes Gonxha Bojaxhiu; დ. 26 აგვისტო, 1910 – გ. 5 სექტემბერი, 1997) — ალბანელი კათოლიკე მონაზონი, რომელმაც დააფუძნა ორგანიზაცია „ქველმოქმედების მისიონერები“ და 1979 წელს ჰუმანიტარული საქმიანობისთვის ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. 40 წლის განმავლობაში თავი მიუძღვნა კალკუტის ღარიბთა, დავრდომილთა და ობოლთა მოვლას ინდოეთში.

მისიონერთა ორგანიზაციის ზრდასთან ერთად, მისი წევრები სხვა ქვეყნებშიც იწყებენ საქველმოქმედო საქმიანობას და უკვე 1970-იანი წლებისთვის დედა ტერეზა მსოფლიოში განთქმული ხდება ჰუმანიტარული საქმიანობისა და ღარიბთა და უმწეოთა დახმარებისთვის. გარდაცვალების შემდეგ რომის პაპმა იოანე პავლე II-მ იგი წმინდანად შერაცხა.