თარგი:დღის სტატია:09-12
ღაზის სექტორი (არაბ. قطاع غزّة, ებრ. רצועת עזה) — ექსკლავი რეგიონი პალესტინაში, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. სამხრეთ-დასავლეთით, 11 კილომეტრზე ესაზღვრება ეგვიპტე, აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით, 51 კილომეტრზე კი ისრაელი. დასავლეთ ნაპირთან ერთად, ღაზა პალესტინის ტერიტორიების შემადგენელი ნაწილია, რომელსაც 2012 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ „გაეროს არაწევრი დამკვირვებელი სახელმწიფოს“ სტატუსი მიანიჭა.