თარგი:დღის სტატია:04-8

ვენერა მილოსელი
ვენერა მილოსელი

ვენერა მილოსელი (ფრანგ. Vénus de Milo) ასევე ცნობილი, როგორც აფროდიტე მილოსელი (ბერძ. Ἀφροδίτη τῆς Μήλου, Aphroditē tēs Mēlou) — ძველი ბერძნული ქანდაკება და ძველი საბერძნეთის სკულპტურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნიმუში. შეიქმნა ძველი წელთაღრიცხვის 130-100 წლებს შორის და გამოსახავს ბერძნული მითოლოგიის სილამაზისა და სიყვარულის ქალღმერთ აფროდიტეს (ვენერას რომაულ მითოლოგიაში). სკულპტურა თეთრი მარმარილოსაგანაა შექმნილი და სიმაღლით 203 სანტიმეტრია. მისი ორიგინალური მკლავები და პოსტამენტი დღეისთვის აღარ არსებობენ. ცნობილია, რომ ქანდაკება ალექსანდროს ანტიოქიელის ნამუშევარია.