თარგი:დღის სტატია:04-11
პუერტო-რიკო — სუვერენული სახელმწიფო კარიბის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში, პუერტო-რიკოს კუნძულზე, რომელიც ეკუთვნის დიდი ანტილიის არქიპელაგს. მას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ვირჯინიის კუნძულები, ხოლო დასავლეთიდან დომინიკელთა რესპუბლიკა. პუერტო-რიკო გვევლინება დამოუკიდებლად აშშ-ისგან და აქვს „არაინკორპორირებული ორგანიზებული ტერიტორიის“ სტატუსი, რაც ნიშნავს, რომ მოცემული ტერიტორია იმყოფება აშშ-ს მმართველობის ქვეშ (ანუ არ წარმოადგენს ამერიკის ტერიტორიას), ტერიტორიაზე განსაზღვრულად მოქმედებს აშშ-ის კონსტიტუცია, ცენტრალური ხელისუფლების ორგანოა აშშ-ის კონგრესი. თუმცა ტერიტორიას გააჩნია საკუთარი მმართველობის სისტემაც.