თარგი:დღის სტატია:01-4
სერ ისააკ ნიუტონი (ინგლ. Isaac Newton; დ. 4 იანვარი, 1643 [ძვ. სტ. 25 დეკემბერი , 1642], სულსთორპი, გრემთემის მახლობლად — გ. 31 მარტი [ძვ. სტ. 20 მარტი], 1727, კენსინგტონი) — ინგლისელი ფიზიკოსი, მათემატიკოსი, ასტრონომი, ალქიმიკოსი და ფილოსოფოსი; კავშირშია მეცნიერულ რევოლუციასა და ჰელიოცენტრიზმის განვითარებასთან. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, გავლენიანი მეცნიერი ისტორიაში. ნიუტონმა აღმოაჩინა, რომ ფერთა სპექტრი წარმოჩენილი თეთრი სინათლის სხივის პრიზმაში გავლისას თვით თეთრ სინათლეს ეკუთვნის და პრიზმის დანამატი არაა (როგორც როჯერ ბეკონი ამტკიცებდა მე-13 საუკუნეში), და ასევე ამტკიცებდა, რომ სინათლე ნაწილაკებისგან შედგება. ნიუტონმა ასევე განავითარა თბოგამტარობის კანონი, დაამტკიცა ბინომიალური თეორემა, ასევე აღმოაჩინა იმპულსის და იმპულსის მომენტის მუდმივობის კანონები.