თარგი:დღის სტატია:01-29

ანტარქტიდა
ანტარქტიდა

ანტარქტიდა (ბერძ. ἀνταρκτικόςარქტიკის საპირისპირო) — სამხრეთ პოლარული კონტინენტი. უკავია სამხრეთ პოლარული მხარის — ანტარქტიკის ცენტრალური ნაწილი. დედამიწის ყველაზე ცივი ადგილი და ყინულით თითქმის სრულად დაფარული, რომლის სისქეც 1,6 კილომეტრს (1 მილი) აღწევს. ამასთან ის დედამიწის უდიდესი უდაბნოა. მას გარს აკრავს სამხრეთის ოკეანის წყლები (აგრეთვე ინდოეთის, წყნარი და ატლანტის ოკეანეების სამხრეთი ნაწილები). კონტინენტის ფართობი შეადგენს 13,975 ათ. კმ²-ს (ასევე 1,6 მლნ. კმ²-ს შეადგენს შელფური ყინულები, 75 500 კმ²-ს კუნძულები). ანტარქტიდის ცენტრი თითქმის ემთხვევა სამხრეთ გეოგრაფიულ პოლუსს. ანტარქტიდას მუდმივი მოსახლეობა არ ჰყავს, თუმცა ზოგი მეცნიერი აქ რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრობს და კვლევებს ატარებს.