თარგი:დღის სტატია:01-2
რეკონკისტა (ესპ. Reconquista დაბრუნება) — დაკარგული ქრისტიანული მიწების დაბრუნების პროცესი პირენეის ნახევარკუნძულზე, რომლებიც დაკავებული ჰქონდა მავრების სამეფოს. ასევე ფართო მნიშვნელობით, მუსლიმებისა და იუდეველების ძალდატანებითი მონათვლა. მონათლულ მავრებს ერქვათ „მორისკები“ და მონათლულ იუდეველებს „მარანები“. ინკვიზიციას კი ევალებოდა თვალყური ედევნებინათ, რომ მონათლულებს ისევ თვიანთ ძველ კულტებზე არ ელოცათ. მონათლული მორისკები და მარანები (გარდა იმისა რომ მათი დიდი ნაწილი დაწვეს კოცონზე) ესპანეთში გაითქვიფნენ უკვალოდ. პორტუგალიაში მონათლული ებრაელების მემკვიდრეები იყვნენ კათოლიკეები და ამასთანავე მათ შეინარჩუნეს თავისი თვითმყოფადობა. თანამედროვე ეპოქაში ეს არის ხალხი რომლებიც ეკუთვნიან მოსახლეობის შეძლებულ ფენას და ცხოვრობენ ქალაქ პორტუს რაიონში. ამჟამად მათი განსხვავება ადგილობრივი მოსახლეობისაგან შესაძლებელი მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი გვარებით.