თარგი:დღის მოვლენები:12-18

ეპიმეთეუსი, კასინის ფოტო
ეპიმეთეუსი, კასინის ფოტო
  • ძვ. წ. 218 : მეორე პუნიკური ომიტრებიის ბრძოლაში კართაგენელები ჰანიბალის მეთაურობით რომის რეპუბლიკის არმიას ამარცხებენ.
  • 1271 : ყუბილაი ყაენმა საკუთარ იმპერიას „იუანი“ (元) დაარქვა, რაც იუანის დინასტიის დასაბამი გახდა ჩინეთში.
  • 1642 : აბელ ტასმანი პირველი ევროპელი გახდა, რომელმაც ახალ ზელანდიაზე დადგა ფეხი.
  • 1865 : აშშ-ში მონობა გაუქმდა კონსტიტუციის მეცამეტე ჩასწორების მიღებით.
  • 1892 : ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ პირველად შესრულდა მარიინსკის თეატრში სანქტ-პეტერბურგში.
  • 1940 : ჰიტლერმა ხელი მოაწერა ოპერაციას „ბარბაროსა“, რომლითაც ნაცისტური გერმანია საბჭოთა კავშირზე თავდასხმას გეგმავდა.
  • 1966 : პლანეტა სატურნის თანამგზავრი ეპიმეთეუსი (სურათზე) აღმოაჩინეს.