თარგი:დღის მოვლენები:11-28

მარინერ-4-ის გაშვება
მარინერ-4-ის გაშვება
  • 1520 : ფერნანდო მაგელანი სამი კარაველით პირველად სამხრეთ ამერიკის შემოვლით წყნარ ოკეანეში შედის.
  • 1660 : ლონდონის გრეშამის კოლეჯში რობერტ ბოილი, ჯონ უილკინსი, ქრისტოფერ ვრენი და სხვა წამყვანი მეცნიერები აფუძნებენ სწავლულთა საზოგადოებას, რომელსაც დღეს სამეფო საზოგადოება ჰქვია.
  • 1907 : მასაჩუსეტსში ჯართის დილერმა ლუი მაიერმა მისი პირველი კინოთეატრი გახსნა.
  • 1943 : თეირანის კონფერენციააშშ-ის პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი და საბჭოთა ლიდერი იოსებ სტალინი თეირანში ომის სტრატეგიის განხილვას შეუდგნენ.
  • 1964 : აშშ-ში მარსზე გაშვებულ იქნა ავტომატური სადგური მარინერ-4 (სურათზე).
  • 1989 : ხავერდოვანი რევოლუცია — ხანგრძლივი და მასიური საპროტესტო აქციების ზეწოლით ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტია მთავრობაზე მონოპოლიას თმობს.