თარგი:დღის მოვლენები:07-14

ბასტილიის აღება
ბასტილიის აღება
  • 1223 : საფრანგეთის მეფის ტახტზე ადის ლუი VIII, მამამისის, ფილიპ II-ის გარდაცვალების შემდეგ.
  • 1789 : პარიზელები შტურმით იღებენ ბასტილიის ციხეს (სურათზე) და შვიდ პატიმარს ათავისუფლებენ. დაიწყო საფრანგეთის რევოლუცია.
  • 1933 : გლაიხშალტუნგი — გერმანიაში აიკრძალა ყველა პოლიტიკური პარტია, ნაცისტურის გარდა.
  • 1954 : აშშ-ის მისურისა და ილინოისის შტატების ზოგიერთ ქალაქში თერმომეტრის ნიშნულმა 50 °C გადააჭარბა, რაც რეკორდული იყო ამ რეგიონისთვის.
  • 1958 : ერაყის რევოლუცია — არაბმა ნაციონალისტებმა ქვეყანაში გადატრიალება მოაწყვეს. მონარქია რესპუბლიკამ შეცვალა. აბდ ალ-ქარიმ კასიმი ქვეყნის ახალი ლიდერი გახდა.
  • 1995 : ხმის ჩაწერის MP3 ფორმატი გამოცხადდა.
  • 2002 : ბასტილიის დღის აღნიშვნის ზეიმზე საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკი თავდამსხმელთაგან სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა.