თარგი:დღის მოვლენები:04-30

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
აშშ-ის დროშის აღმართვის ცერემონია ლუიზიანის შეერთებისას
აშშ-ის დროშის აღმართვის ცერემონია ლუიზიანის შეერთებისას
  • 1006 : SN 1006 ისტორიაში ყველაზე კაშკაშა ზეახალი ვარსკვლავი, პირველად გამოჩნდა მგლის თანავარსკვლავედში, რომელიც მომდევნო დღეს შეამჩნიეს დამკვირვებლებმა შვეიცარიაში, ეგვიპტეში, ჩინეთსა და იაპონიაში.
  • 1789 : ჯორჯ ვაშინგტონი ფიცს დებს ნიუ-იორკში და აშშ-ის პირველი პრეზიდენტი ხდება.
  • 1812 : ლუიზიანა (ორლეანის ტერიტორია) აშშ-ის მე-18 შტატი გახდა (სურათზე — საფრანგეთის დროშის დაშვებისა და აშშ-ის დროშის აღმართვის ცერემონია).
  • 1838 : ნიკარაგუა ცენტრალური ამერიკის ფედერაციისგან თავს დამოუკიდებლად აცხადებს .
  • 1945 : მეორე მსოფლიო ომი : ბერლინთან მოახლოებული მოკავშირეების გარდაუვალი შურისძიების შიშით ადოლფ ჰიტლერმა და ევა ბრაუნმა თავი მოიკლეს ქორწინებიდან ერთი დღის შემდეგ.
  • 1975 : ჩრდილოეთ ვიეტნამის ჯარებმა საიგონი აიღეს, რითაც ვიეტნამის ომი დასრულდა სამხრეთ ვიეტნამის უპირობო კაპიტულაციით.
  • 1993 : ინტერნეტის (World Wide Web) დაბადების დღე.