ევა ბრაუნი
ევა ანა პაულა ბრაუნი (დ. 6 თებერვალი 1912, მიუნხენი, ბავარია, გერმანიის იმპერია — გ. 30 აპრილი 1945, ბერლინი, მესამე რაიხი, გერმანია) — წლების მანძილზე იყო ადოლფ ჰიტლერის რჩეული, ხოლო მათი სიცოცხლის ბოლო 40 საათის მანძილზე ევა ადოლფ ჰიტლერის მეუღლეც იყო. ევა ჰიტლერს მიუნხენში შეხვდა, რა დროსაც ის 17 წლის იყო და ჰეინრიხ ჰოფმანის ფოტო სტუდიაში თანაშემწედ და მოდელად მუშაობდა. მათი ადრეული ურთიერთობის დროს ევამ ორჯერ სცადა თვითმკვლელობა. ევა პროფესიით ფოტოგრაფი იყო, ამიტომ ჰიტლერის ფერადი სურათებისა და ფილმების უმეტესობა სწორედ ევას გადაღებულია. ევა ჰიტლერის შიდა სოციალური წრეში მთავარი ფიგურა იყო, თუმცა მასთან ერთად სახალხო ღონისძიებებზე არ ჩნდებოდა 1944 წლამდე, როდესაც მისმა დამ მარგარეტმა და ჰერმან ფეგელაინმა იქორწინეს.
ევა ბრაუნი | |
---|---|
მშობლიური სახელი | ევა ანა პაულა ბრაუნი |
დაბადების თარიღი |
6 თებერვალი, 1912 მიუნხენი, ბავარია, გერ. იმპ. |
გარდაცვალების თარიღი |
30 აპრილი, 1945 (33 წლის) ბერლინი, მესამე რაიხი |
გარდაცვალების მიზეზი | თვითმკვლელობა საწამლავით |
სხვა სახელები | ევა ჰიტლერი |
მოქალაქეობა |
გერმანიის იმპერია ვაიმარის რესპუბლიკა ნაცისტური გერმანია |
პროფესია | ფოტოგრაფი |
საქმიანობა | თანაშემწე ჰეინრიხ ჰოფმანი ფოტო სტუდიაში |
ცნობილია როგორც |
ადოლფ ჰიტლერის მეუღლე/პარტნიორი |
მეუღლე(ები) | ადოლფ ჰიტლერი |