თარგის განხილვა:არაა ნათარგმნი 3

ბოლო კომენტარი: 6 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა გიო ოქრო თემაში სახელი

გვინდა საერთოდ ეს თარგი? მგონი მეტად სერიოზული ახალი სტანდარტი შემოაქვს მის გამოყენებას და უნდა შევთანხმდეთ. — მიხეილ მიწერა 09:15, 6 მაისი 2013 (UTC)პასუხი

შეძლებისდაგვარად ყველამ დააფიქსირეთ თქვენი აზრი. მე როგორც ავტორი ამის დამცავ არგუმენტებს მოვიყვან.--Balakhadze ႫႨႼႤႰႠ 09:19, 6 მაისი 2013 (UTC)პასუხი
ჩემი აზრით, ზედმეტია.— G.G. 13:10, 6 მაისი 2013 (UTC)პასუხი
ანუ რას გვაძლევს ეს - გვამისამართებს ინგლისურ ვიკიზე თუ არ გვაქვს დაწერილი ქართული ანალოგი. ამ შემთხვევაში იკვეთება ასეთი მომენტი:
  • ხომ არ ეწინააღმდეგება ეს ზოგადად ჩვენს ერთ-ერთ წესს (ინგლისურ ვიკიზე ბმულებს რომ ვერიდებით სტატიებში)?
  • და საერთოდ, თუ ბმული არ იქნება წითელი, ხომ არ შეაფერხებს ეს ზოგადად ქართულ ვიკიში სტატიების გაზრდის ტემპს? ხარისხი კი მინდა მეც, მაგრამ როდესაც ის ბმული წითლადაა, მომხმარებელს ხომ მეტი მოტივაცია აქვს, რომ ის 'გაალურჯოს' (მართალია, ანონიმები ძირითადად უხარისხო მასალას გვტენიან). --H.McC. განხილვაწვლილი 13:53, 6 მაისი 2013 (UTC)პასუხი
ვერც მე ვხედავ ამ თარგის არსებობის აუცილებლობას. შიდა ბმულები სხვაენოვანი ვიკიპედიის სტატიაზე არაფრის მომცემია და რუსულშიც სად შემხვედრია თვალში ცუდად მხვდებოდა. ის ბმული რომელზეც სტატია არ გვაქვს უნდა დარჩეს წითლად რათა მომავალში ვინმეს გაუჩნდეს მისი დაწერის სურვილი და არა ხელოვნურად დავმალოთ მისი არსებობა ამ თარგით-დათო1010 14:46, 6 მაისი 2013 (UTC)პასუხი
მზად ვიყავი ასეთი მოსაზრებების მოსასმენად. ჰენრიმ ნაწილობრივ მაინც გამიგო ხარისხი როდესაც ახსენა. მე ამ შემთხვევაში ბრმა მიმბაძველობა ნამდვილად არ მამოძრავებდა. სტატიის კითხვისას ამ თარგის ჩასმა ყველა გაწითლებულ სიტყვაზე კი არაა აუცილებელი, არამედ ისეთზე, რომლის ცოდნის გარეშეც სტატია ან წინადადება ბოლომდე ვერ გადმოსცემს თავის აზრს. რაც შეეხება მოტივაციას, რუსულზე სადღაც ეწერათ, რომ წითელი სიტყვების რაოდენობა პროექტის „არაპროფესიონალურობაზე“ მიუთითებსო და შესაძლოა ამის გამო ვანდალიზმებიც გამოიწვიოსო. ამის გარდა ეს დამალვა არ არის, პირიქით, უფრო გაადვილდება სტატიის შექმნას თუ ასეთი სურვილი ამოძრავებს მომხმარებელს, რადგანაც სათარგმნი (ამ შემთვევაში უცხოური ვიკი) და ქართული ჯერ არ დაწერილი სტატიის მისამართი, გვერდი-გვერდაა (ქართ. რომ წერია იქ). ამით მემგონი თვითონ ავტორსაც ვუადვილებთ საქმეს, ხელახლა ძებნა აღარ უწევს იგივე ინფორმაციის და თან ვანდალიზმების რაოდენობაც შემცირდება, რადგან იმ აწითლებულს ვეღარ დაინახავენ და გადასვლისას ქართულზეა თუ არა ინგლისურზე მაინც გადაცა, თან სტატიის ინფორმაციულობის დონეც აიწევს (ვინც სხვა ენები იცის იმათთვის მაინც).--Balakhadze ႫႨႼႤႰႠ 23:15, 6 მაისი 2013 (UTC)პასუხი

მე მაინც არ ვემხრობი ამ თარგის არსებობას. შეიძლება, რუსულ ვიკიში დროული იყოს, მაგრამ ქართველები, ჯერ-ჯერობით, ვუმკლავდებით ვანდალებს. ამით, იმის თქმა მინდა, რომ ჯერ ადრეა მსგავსი თარგების შექმნისთვის. — G.G. 05:17, 7 მაისი 2013 (UTC)პასუხი

სახელი

რედაქტირება

რად უნდა დასახელებაში „3“-იანი? გიო ოქრო 13:54, 29 სექტემბერი 2018 (UTC)პასუხი

გვერდ „არაა ნათარგმნი 3“-ზე დაბრუნება.