თაობა Z (ჯენზი, ინგლ. Generation Z) ანუ ზუმერები (Zoomers) — დემოგრაფიული კოჰორტა, რომელიც მოსდევს თაობა Y-ს (ათასწლეულის თაობას) და წინ უსწრებს თაობა ალფას. მკვლევრები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თაობა Z-ის დასაწყისად თვლიან 1990-იანი წლების შუა-ბოლოს, ხოლო დასასრულად — 2010-იანების დასაწყისს. თაობა Z-ის წარმომადგენელთა უმრავლესობა თაობა X-ის ან Y-ის შვილია.[1][2]

თაობა Z პირველი სოციალური კატეგორიაა, რომლის წარმომადგენლები ადრეული წლებიდან იზრდებოდნენ ინტერნეტთან და პორტატულ ციფრულ ტექნოლოგიებთან ერთად, ამიტომ მათ „ციფრულ აბორიგენებსაც“ (digital native) უწოდებენ.[3][4][5][6] ეკრანთან გატარებული დროის უარყოფითი შედეგები უფრო მეტად გამოხატულია მოზარდებში, ვიდრე მცირე ასაკის ბავშვებში.[7] წინა თაობებთან შედარებით, თაობა Z-ის წარმომადგენლები, როგორც წესი, ცხოვრობენ უფრო ნელი ტემპით,[8][9] აქვთ მოზარდთა ორსულობის უფრო დაბალი მაჩვენებელი და უფრო იშვიათად მოიხმარენ ალკოჰოლს (თუმცა არა აუცილებლად სხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს).[10][11][12] უფროს თაობებზე მეტად არიან დაინტერესებული აკადემიური მიღწევებით და სამუშაოს პერსპექტივებით.[13][14] გაზრდილია სექსტინგის (სექსუალური შინაარსის მიმოწერის) გავრცელებულობა მოზარდებს შორის, თუმცა მისი შედეგება კარგად შესწავლილი არ არის.[15] ახალგაზრდული სუბკულტურები ამ თაობაშიც შენარჩუნდა, თუმცა უფრო მშვიდი ხასიათის გახდა.[16][17][18]

მთელ მსოფლიოშია იმის დამადასტურებელი მონაცემები, რომ ქალთა შორის სქესობრივი სიმწიფის საშუალო ასაკი მნიშვნელოვნად შემცირდა XX საუკუნესთან შედარებით, რაც გავლენას ახდენს მათ კეთილდღეობასა და მომავალზე.[19][20][21][22][23] მთლიანი მოსახლეობის საშუალო მაჩვენებელზე მაღალია მოზარდებსა და ახალგაზრდებს შორის ალერგიის გავრცელებულობა.[24][25] ამაღლებულია ცნობიერება ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ და მისი დიაგნოსტიკის მაჩვენებლები,[12][13][26][27] გაზრდილია ძილის დეპრივაციის შემთხვევები.[4][28][29] ბევრ ქვეყანაში თაობა Z-ის ახალგაზრდობას უფრო ხშირად აღენიშნება გონებრივი ჩამორჩენილობა და ფსიქიკური აშლილობები, ვიდრე უფროს თაობას.[30][31]

თაობა Z-ის წარმომადგენლები ადრინდელ პერიოდთან შედარებით უფრო მეტ დროს ატარებენ ელექტრულ მოწყობილობებთან და უფრო ნაკლებს — წიგნებთან,[32][33][34] რაც გავლენას ახდენს ყურადღების კონცენტრაციაზე,[35][36] ლექსიკურ მარაგზე,[37][38] აკადემიურ მიღწევებსა[39] და სამომავლო ეკონომიკურ წვლილზე.[40]

  1. Who Are the Parents of Gen Z? (August 26, 2021). ციტირების თარიღი: March 10, 2022
  2. Kingl, Adam. (November 17, 2022) Gen Y vs. Gen Z: Understanding Similarities, Differences and Leadership Challenges. ციტირების თარიღი: May 19, 2023
  3. Turner, Anthony (2015). „Generation Z: Technology And Social Interest“. Journal of Individual Psychology. 71 (2): 103–113. doi:10.1353/jip.2015.0021. S2CID 146564218.
  4. 4.0 4.1 Twenge, Jean (October 19, 2017). „Teens are sleeping less – but there's a surprisingly easy fix“. The Conversation. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 12, 2020. ციტირების თარიღი: November 11, 2020.
  5. Strauss, Valerie (November 16, 2019). „Today's kids might be digital natives — but a new study shows they aren't close to being computer literate“. Education. The Washington Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 17, 2019. ციტირების თარიღი: November 21, 2019.
  6. Demopoulos, Alaina (February 28, 2023). 'Scanners are complicated': why Gen Z faces workplace 'tech shame'. The Guardian. ციტირების თარიღი: May 13, 2023.
  7. Adelantado-Renau, Mireia; Moliner-Urdiales, Diego; Cavero-Redondo, Iván; Beltran-Valls, Maria Reyes; Martínez-Vizcaíno, Vicente; Álvarez-Bueno, Celia (September 23, 2019). „Association Between Screen Media Use and Academic Performance Among Children and Adolescents: A Systematic Review and Meta-analysis“. JAMA Pediatrics. American Medical Association. 173 (11): 1058–1067. doi:10.1001/jamapediatrics.2019.3176. hdl:10234/186798. PMC 6764013. PMID 31545344.
  8. „Teenagers are better behaved and less hedonistic nowadays“. International. The Economist. January 10, 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 19, 2020. ციტირების თარიღი: September 29, 2020.
  9. Twenge, Jean (September 19, 2017). „Why today's teens aren't in any hurry to grow up“. The Conversation. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 15, 2020. ციტირების თარიღი: November 13, 2020.
  10. Schepis, Ty (November 19, 2020). „College-age kids and teens are drinking less alcohol – marijuana is a different story“. The Conversation. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 21, 2020. ციტირების თარიღი: November 21, 2020.
  11. Hymas, Charles (December 9, 2020). „Generation Z swap drink for drugs as class A use by 16-24-year-olds rises by half in seven years“. The Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 10, 2020. ციტირების თარიღი: December 19, 2020.
  12. 12.0 12.1 Chandler-Wilde, Helen (August 6, 2020). „The future of Gen Z's mental health: How to fix the 'unhappiest generation ever'. The Telegraph (ინგლისური). ISSN 0307-1235. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 10, 2022. ციტირების თარიღი: August 8, 2020.
  13. 13.0 13.1 „Generation Z is stressed, depressed and exam-obsessed“. The Economist. February 27, 2019. ISSN 0013-0613. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 28, 2019. ციტირების თარიღი: March 28, 2019.
  14. „Teenagers are better behaved and less hedonistic nowadays“. International. The Economist. January 10, 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 19, 2020. ციტირების თარიღი: September 29, 2020.
  15. Del Rey, Rosario; Ojeda, Mónica; Casas, José A.; Mora-Merchán, Joaquín A.; Elipe, Paz (August 21, 2019). Rey, Lourdes (ed.). „Sexting Among Adolescents: The Emotional Impact and Influence of the Need for Popularity“. Educational Psychology. Frontiers in Psychology. 10 (1828): 1828. doi:10.3389/fpsyg.2019.01828. PMC 6712510. PMID 31496968.
  16. Velasquez, Angela. (June 10, 2020) In Times of Crisis, Gen Z Embraces Escapist Fashion. ციტირების თარიღი: May 6, 2021
  17. Isabel Slone. (March 10, 2020) Escape Into Cottagecore, Calming Ethos for Our Febrile Moment. The New York Times. ციტირების თარიღი: May 23, 2020
  18. Arana, Ixone (October 14, 2023). „Modern nostalgia: Why do young people ache for a past they never lived?“. Lifestyle. El Pais. ციტირების თარიღი: December 4, 2023.
  19. Weir, Kirsten (March 2016). „The risks of earlier puberty“. Monitor. American Psychological Association. 47 (3): 40. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 17, 2022. ციტირების თარიღი: December 20, 2020.
  20. Lamothe, Cindy. (June 12, 2018) The health risks of maturing early. ციტირების თარიღი: January 9, 2021
  21. Hanson, Mark; Gluckman, Peter. New research shows how evolution explains age of puberty (30 November 2005). ციტირების თარიღი: 2023-07-04
  22. Hochberg, Ze′ev; Konner, Melvin (2020). „Emerging Adulthood, a Pre-adult Life-History Stage“. Frontiers in Endocrinology. 10 (918): 918. doi:10.3389/fendo.2019.00918. PMC 6970937. PMID 31993019.
  23. Eckert-Lind, Camilla; Busch, Alexander S.; Petersen, Jørgen H.; Biro, Frank M.; Butler, Gary; Bräuner, Elvira V.; Juul, Anders (2020). „Worldwide Secular Trends in Age at Pubertal Onset Assessed by Breast Development Among Girls: A Systematic Review and Meta-analysis“. JAMA Pediatrics. American Medical Association. 174 (4): e195881. doi:10.1001/jamapediatrics.2019.5881. PMC 7042934. PMID 32040143.
  24. Graphic Detail (October 3, 2019). „The prevalence of peanut allergy has trebled in 15 years“. Daily Chart. The Economist. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 4, 2019. ციტირების თარიღი: October 3, 2019.
  25. „Why everybody is suddenly allergic to everything“. Health. National Post. July 30, 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 26, 2020. ციტირების თარიღი: November 24, 2019.
  26. American Psychological Association (March 15, 2019). „Mental health issues increased significantly in young adults over last decade“. Science Daily. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 20, 2020. ციტირების თარიღი: December 31, 2020.
  27. Schraer, Rachel (February 11, 2019). „Is young people's mental health getting worse?“. Health. BBC. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 5, 2021. ციტირების თარიღი: December 26, 2020.
  28. Kansagra, Sujay (May 2020). „Sleep Disorders in Adolescents“. Pediatrics. American Academy of Pediatrics. 145 (Supplement 2): S204–S209. doi:10.1542/peds.2019-2056I. PMID 32358212. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 29, 2022. ციტირების თარიღი: January 1, 2021.
  29. University of Rochester (January 9, 2020). „Parents aren't powerless when it comes to sleep-deprived teenagers“. Science Daily. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 17, 2021. ციტირების თარიღი: January 1, 2021.
  30. Maulik, Pallab K.; Mascarenhas, Maya N.; Mathers, Colin D.; Dua, Tarun; Saxena, Shekhar (2011). „Prevalence of intellectual disability: A meta-analysis of population-based studies“. Research in Developmental Disabilities. 32 (2): 419–436. doi:10.1016/j.ridd.2010.12.018. PMID 21236634. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 26, 2020. ციტირების თარიღი: September 15, 2020.
  31. Buckley, Nicholas; Glasson, Emma J.; et al. (May 30, 2020). „Prevalence estimates of mental health problems in children and adolescents with intellectual disability: A systematic review and meta-analysis“. Australian and New Zealand Journal of Psychiatry. The Royal Australian and New Zealand College of Psychiatrists. 54 (10): 970–984. doi:10.1177/0004867420924101. PMID 32475125. S2CID 219170827.
  32. Thomas, Leigh (December 3, 2019). „Education levels stagnating despite higher spending: OECD survey“. World News. Reuters. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 5, 2020. ციტირების თარიღი: February 5, 2020.
  33. Ferguson, Donna (February 29, 2020). „Children are reading less than ever before, research reveals“. The Guardian. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 1, 2020. ციტირების თარიღი: November 7, 2020.
  34. Sliwa, Jim (August 20, 2018). „Teens Today Spend More Time on Digital Media, Less Time Reading“. American Psychological Association. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 1, 2020. ციტირების თარიღი: November 8, 2020.
  35. How Technology Affects the Attention Span of Children (April 18, 2019). ციტირების თარიღი: March 31, 2021
  36. Too Much Screen Time?. ციტირების თარიღი: March 31, 2021
  37. Massey University (September 20, 2010). „Vocabulary on decline due to fewer books“. Social Sciences. Phys.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 26, 2021. ციტირების თარიღი: November 7, 2020.
  38. Adams, Richard (April 19, 2018). „Teachers in UK report growing 'vocabulary deficiency'. The Guardian. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 12, 2020. ციტირების თარიღი: November 11, 2020.
  39. Busby, Eleanor (April 19, 2018). „Children's grades at risk because they have narrow vocabulary, finds report“. Education. The Independent. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 9, 2020. ციტირების თარიღი: November 22, 2020.
  40. Thomas, Leigh (December 3, 2019). „Education levels stagnating despite higher spending: OECD survey“. World News. Reuters. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 5, 2020. ციტირების თარიღი: February 5, 2020.