თამ-ლუანგ-ნანგ-ნონი
თამ-ლუანგ-ნანგ-ნონი (ტაი. ถ้ำหลวงนางนอน, სიტყვასიტყვით „მძინარე ქალბატონის დიდებული მღვიმე“) — კარსტული წარმოშობის მღვიმური სისტემა ტაილანდში. მდებარეობს დოი-ნანგ-ნონის ქედზე, ზღვის დონიდან 446 მ სიმაღლეზე. მთავარი შესასვლელის დარბაზის სიგრძე 80 მ აღწევს. საერთო სიგრძე 10.3 კმ. გამომუშავებულია კირქვებში.[1]
თამ-ლუანგ-ნანგ-ნონი | |
---|---|
კოორდინატები: 20°22′54″ ჩ. გ. 99°52′06″ ა. გ. / 20.38167° ჩ. გ. 99.86833° ა. გ. | |
ქვეყანა | ტაილანდი |
აბსოლუტური სიმაღლე | 446 მ |
სიგრძე | 10.316 მ |
სიღრმე | 85 მ |
ბევრია ღრმა ნიშა, ვიწრო გვირაბი, ლოდნარი ჩანახერგი, ჩანაქცევი და სიფონი. საყოველთაოდაა გავრცელებული სტალაქტიტები და სტალაგმიტები.[2] მღვიმეში გაედინება მუდმივი ნაკადი, რომელიც შემოედინება დასავლეთი მხრიდან, რამდენიმე მეტრზე მიედინება კორიდორში და გამოდის აღმოსავლეთი კედლიდან.[1] პირველად მღვიმე გამოიკვლია ფრანგი სპელეოლოგების ჯგუფმა 1986–1987 წლებში. შემდგომი კვლევები ჩაატარეს ბრიტანელმა სპელეოლოგებმა 2014–2015 წლებში.[3][4] მღვიმის შესასვლელის პირველი 1 კილომეტრიანი მონაკვეთი ვიზიტორებისთვის საჯაროდ ღიაა ნოემბრიდან აპრილის ჩათვლით. წვიმების სეზონში მღვიმე ვიზიტორებისთვის იკეტება.[2]
აღსანიშნავია, რომ 2018 წელს დატბორვის გამო მღვიმეში ჩარჩა 11-დან 16-წლამდე ასაკის 12 ფეხბურთელი ბავშვი და მათი მწვრთნელის ასისტენტი 25 წლის მამაკაცი. საერთო ჯამში, 13-მა ადამიანმა მღვიმეში 18 დღე-ღამე დაყო. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მღვიმიდან 13-ვე ადამიანის ამოყვანა მოხერხდა.[5]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Ellis, Martin (2018). The Caves of Thailand. Vol. 2. Lulu. pp. 151–152. ISBN 978-0-244-33343-0.
- ↑ 2.0 2.1 Office of the Natural Resources and Environmental Policy and Planning (ONEP)
- ↑ Tham Luang: Tham Nang Non - Tham Lak - Date 2014-03-09". British Cave Registry. Retrieved 11 July 2018
- ↑ Tham Luang: Tham Nang Non - Tham Lak Date 2015-02-28". British Cave Registry. Retrieved 11 July 2018
- ↑ Cave rescue: Boys and football coach free from Tham Luang". BBC. 10 July 2018. Retrieved 11 July 2018.