თამილა ცაგარეიშვილი
თამილა ცაგარეიშვილი (დ. 23 მარტი, 1940, თბილისი) — ქართველი ეთნოლოგი, ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
თამილა ცაგარეიშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 23 მარტი, 1940 (84 წლის) |
დაბ. ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | ეთნოლოგი, ისტორიკოსი, პედაგოგი და პროფესორი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1964 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.
1970-2006 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, საქართველოს და კავკასიის ეთნოგრაფიული სექტორის სწავლული მდივანი, 1975-2000 წლებში თავმჯდომარის მოადგილე. 1988-1999 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნოლოგიის კათედრის დოცენტი, 2000 წლიდან პროფესორი. 1986-2006 წლებში გიორგი ჩიტაიას სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ეთნოგრაფიული კაბინეტ-არქივის ხელმძღვანელი. 1995-2008 წლებში დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი სამეცნიერო დარგში. 2002 წლიდან არის ნარკვევების — „საქართველოს ეთნოგრაფიის სერიალი“ — სამეცნიერო-სარედაქციო კოლეგიის წევრი. 2005 წლიდან რუსეთის ფედერაციის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის მსოფლიო ისტორიისა და ლიტერატურის ნარკვევების მთავარი მრჩეველი ეთნოგრაფიის დარგში. 2006 წლიდან საქართველოს ეროვნული ეთნოგრაფიული მუზეუმის პროექტის მენეჯერი, 2008 წლიდან ეთნოგრაფიული მიმართულების კურატორი. გამოქვეყნებული აქვს 130 სამეცნიერო ნაშრომი, აქედან 8 მონოგრაფია. არის შემდგენელ-რედაქტორი აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას „შრომების“ ხუთტომეულისა, რომელიც შესულია ქართული ეროვნული მეცნიერების ოქროს ფონდში (1997-2004).
საკანდიდატო დისერტაციის თემა — „მესაქონლეობა საქართველოში(ისტორიულ–ეთნოგრაფიული გამოკვლევა)“, დაიცვა 1975 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა — „ტყეთსარგებლობის ეთნოეკოლოგიური კულტურა საქართველოში“, დაიცვა 2000 წელს.
ჯილდოები
რედაქტირება- 2004 — საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ქართველები: ეთნოკულტურული მემკვიდრეობა, თბ., 2010, ISBN 9789941029226
- ტრადიციული კულტურა და ეკოსისტემები = Традиционная культура и экосистемы = Traditional Culture and the Ecosystem Preservation, თბ., 2000,
- გიორგი ჩიტაია - 100, თბ., 1993, ISBN 5520011591
- მესაქონლეობის ისტორიისათვის საქართველოში: (ქვემო ქართლის ეთნოგრ. მონაცემების მიხედვით), თბ., 1987
- ფერეიდნელები საქართველოში, თბ., 1981
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ., თბ., 2012, გვ. 194