თამარ ცხორაგაული (დ. 4 ნოემბერი, 1966, დუშეთი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი პოლიტიკოსი. 1983 წელს დაამთავრა ქ. დუშეთის მე-3 საშუალო სკოლა. 1986 წელს ჩაირიცხა ქ. ვორონეჟის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიურ ფაკულტეტზე. დაამთავრა 1993 წელს, სპეციალობით მიკრობიოლოგია, გენური ინჟინერია. 1993–1995 წლებში გაიარა ნარკოლოგიური კვალიფიკაცია და 1995–2000 წლამდე იყო რეგიონული ნარკოლოგიური ცენტრის ლაბორატორიის გამგე. 2000–2005 წლებში იმუშავა ვეტ-სამმართველოსთან არსებულ ვეტ-ინსპექციაში. იყო ხორც-პროდუქტების ექსპერტი. 2007 წლიდან აქვს კერძო ბიზნესი და არის საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი. მონაწილეობდა საქართველოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. მიიღო 4004 ხმა და დაიკავა მე-10 ადგილი.

თამარ ცხორაგაული
დაბადების თარიღი 4 ნოემბერი, 1966 (1966-11-04) (58 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება ვსუ
ეროვნება ქართველი
რელიგია ქრისტიანი
პარტია თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა
საქმიანობა ბიზნესმენი

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ჰყავს მეუღლე, ორი ვაჟიშვილი და ერთი შვილიშვილი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება