თამარ სულუხია
თამარ სულუხია (დ. 1968) — ქართველი ურბანისტი, მდგრადი განვითარების საერთაშორისო პრაქტიკოსი, სახელმწიფო მოღვაწე, თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ISET და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი.[1]
თამარ სულუხია | |
---|---|
თამარ სულუხია, ISET-ის ბიბლიოთეკა | |
დაბადების თარიღი |
1968 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | საქართველო |
განათლება |
|
პროფესია | ურბანისიტი, მდგრადი განვითარების საერთაშორისო პრაქტიკოსი |
საქმიანობა | თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ISET და მისი კვლევით ინსტიტუტის ISET PI დირექტორი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაგანათლება
რედაქტირება1990 დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი; 1997 წელს მოიპოვა მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი ურბანისტიკის მიმართულებით. 1994 წლებში TACIS-ის ერთწლიანი პროგრამის ფარგლებში (საქართველო და გერმანია) მოიპოვა მარკეტინგის საერთაშორისო სერტიფიკატი. განათლების ყველა საფეხურზე სწავლობდა აშშ-ში სახელმწიფო გრანტების დაფინანსებით, მაშ შორის 1994 წელს როგორც დოქტორანტი ჰარვარდის უნივერსიტეტის დიზაინის უმაღლესი სკოლის ურბანისტიკის კათედრაზე.
სამუშაო გამოცდილება
რედაქტირება1993-1994 წლებში მუშაობდა აშშ-ის უცხოეთის მშენებლობათა დეპარტამენტში არქიტექტორად თბილისში. კითხულობდა მარკეტინგის კურსს მენეჯმენტის სკოლაში, ქალაქის სოციოლოგიას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მუშაობდა აშშ საელჩოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტში, და 1995-2001 წლებში USAID-ის ეკონომიკური განვითარების განყოფილების სპეციალისტად, სადაც საქართველოს გარდა ჩართული იყო პროექტებში აზერბაიჯანში. 2001-2002 წლებში ფულბრაიტის პროგრამის ფარგლებში აკადემიური წელი გაატარა მეცნიერ-მკვლევარის სტატუსით ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტში. 2002-2004 წლებში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი GIPA-ში ჩამოაყალიბა და ხელმძღვანელობდა ადგილობრივი მმართველობის ცენტრს და სამაგისტრო პროგრამას. 2002-2007 წლებში კითხულობდა ქალაქის პოლიტიკისა და მართვის კურსს. ამავე წლებში იყო არაერთი საერთაშორისო პროექტის კონსულტანტი, კვლევითი გრანტის მიმღები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის, მათ შორის საქართველოს ფარგლებს გარეთ მმართველი საბჭოს წევრი და ხელმძღვანელი (მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია, საქართველო; საერთაშორისო მეცნიერების ფონდი, რუსეთი და სხვა).
2004 წელს 5 თვის განმავლობაში მსახურობდა საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ ჟვანიას კაბინეტში.[2]
2004 წლიდან დღემდე არის მსოფლიო ბანკის საერთაშორისო პერსონალი, 2010-2016 წლებში იყო ბაზირებული კიევში, უკრაინა (ასევე ფარავდა მოლდოვასა და ბელარუსს) და 2016-2019 წლებში ანკარაში, თურქეთი, სადაც ხელმძღვანელობდა მსოფლიო ბანკის მდგრადი განვითარებისა და ინფრასტრუქტურულ მრავალ-მილიონიან პროგრამებს. 2019 წელს იმყოფება შვებულებაში მსოფლიო ბანკიდან და დაბრუნდა საქართველოში რათა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე უხელმძღვანელოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლას (ISET) და მის კვლევით ინსტიტუტს (ISET PI).[1]
არის ავტორი წიგნისა „დასავლეთის ქვეყნების ურბანსოციოლოგია“ და თანაავტორი წიგნისა „ქალაქის მართვა“.
ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Tamar Sulukhia. iset.tsu.ge. ციტირების თარიღი: 17 მარტი, 2021
- ↑ „მინისტრთა კაბინეტის წევრები და მათი ბიოგრაფიები“. Civil.Ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 17 მარტი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება)