ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ISET

საქართველოს უმაღლესი სასწავლებლები

ISET - თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET - International School of Economics at TSU)ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ინგლისურენოვანი სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამა ეკონომიკაში.

თსუ
ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა
ISET
დაფუძნდა 2006
ტიპი უნივერსიტეტი
დირექტორი თამარ სულუხია
მისამართი ზანდუკელის ქ. N16
მდებარეობა თბილისი
ქალაქი თბილისი
ქვეყანა საქართველო
ტელეფონი (+995) 322 507 177
iset.tsu.ge

ISET - თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა შეიქმნა 2006 წელს საქართველოს იმდროინდელი პრემიერმინისტრის ზურაბ ჟვანიას ინიციატივით. ზურაბ ჟვანიამ თხოვნით მიმართა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს ჯეიმზ ვულფერსონს დახმარებოდა კონკურენტუნარიანი, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე ეკონომიკური სამაგისტრო პროგრამის დაარსებაში, სადაც განათლებას მიიღებდნენ სტუდენტები სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან. შედეგად 2006 წელს მსოფლიო ბანკის, BP-ის, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ფონდის "ღია საზოგადოება" (OSI), შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს და საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნა ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა - ISET.[1]

სამაგისტრო პროგრამა

რედაქტირება

2006 წლიდან ISET-ში არსებობს ორწლიანი სამაგისტრო პროგრამა. პროგრამა თავისი ფორმითა და ხარისხით აშშ-ისა და დასავლეთ ევროპის უნივერსიტეტების პროგრამებს შეესაბამება. პროგრამაზე ასწავლიან მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების უცხოელი პროფესორები.  სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე. პროგრამაზე სწავლობენ სტუდენტები როგორც საქართველოდან, ასევე რეგიონის სხვა ქვეყნებიდან.[2]  

საბაკალავრო პროგრამა

რედაქტირება

2017 წელს სამაგისტრო პროგრამას დაემატა ოთხწლიანი ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა. სამაგისტრო პროგრამის მსგავსად, საბაკალავრო პროგრამაც სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. პროგრამაზე ასწავლიან უმაღლესი კვალიფიკაციის პროფესორები, რომლებსაც განათლება მითებული აქვთ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში.[3]

კვლევითი საქმიანობა

რედაქტირება

საგანმანათლებლო მისიის სრულყოფის მიზნით, რომელიც მსოფლიო ბანკმა აღიარა ერთ-ერთ საუკეთესო პროგრამად ეკონომიკური განათლების სფეროში აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილი საბჭოთა ქვეყნებში, 2011 წელს შეიქმნა ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი - ISET-PI.[4]

ISET-PI ახორციელებს კვლევებს და ტრენინგებს, ასევე კავშირებს ამყარებს სამხრეთ კავკასიის აკადემიურ, პოლიტიკურ და საქმიან წრეებთან ექვსი ძირითადი მიმართულებით:

  • სოფლის მეურნეობის პოლიტიკა[5]
  • განათლება და სოციალური პოლიტიკა[6]
  • ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის პოლიტიკა[7]
  • მაკროეკონომიკური პოლიტიკა[8]
  • კერძო სექტორის პოლიტიკა[9]
  • RIA აკადემია[10]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. https://iset.tsu.ge/index.php/who-we-are/iset/about-us
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-07. ციტირების თარიღი: 2021-03-31.
  3. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-08. ციტირების თარიღი: 2021-03-31.
  4. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-12. ციტირების თარიღი: 2021-03-31.
  5. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-12. ციტირების თარიღი: 2021-03-31.
  6. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-12. ციტირების თარიღი: 2021-03-31.
  7. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-12. ციტირების თარიღი: 2021-03-31.
  8. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-12. ციტირების თარიღი: 2021-03-31.
  9. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-12. ციტირების თარიღი: 2021-03-31.
  10. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-26. ციტირების თარიღი: 2021-03-31.