სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თამარი (მრავალმნიშვნელოვანი).

თამარ დედოფალიქარ­თლის დედოფალი XVII საუკუნეში, გიორგი X-ის მეუღლე, ლუარსაბ II-ის დედა. თამარის მამა, გიორგი III დადიანი ოდიშის სამთავროში სალიპარტიანოდ სახელდებული მამულის მფლობელი იყო (ამის გამო იწოდებოდა ლიპარტიანად). თამარსს ჰყავდა ორი და – ხორეშანი, რომლის სახელი დაარქვა თავის ერთ-ერთ ასულს (შემდეგში მეფე თეიმურაზ I-ის მეუღლე), და მანია – რომლის ხელშეწყობით XVII საუკუნის დასაწყისში ხელნაწერი წიგნი „ცაიშის გულანი“ შეიქმნა. თამარმა შვილთან ერთად მეუღლის – მეფე გიორგის მოსახსენებელი დააწესა სვეტიცხოველში, მისივე სულის სააღაპედ მთაწმინ­დის პორტაიტის ღვთისმშობლის მონასტერს მეჯვრისხეველი გლეხები შეს­წირა. მანვე თბილისის მელიქს ბაჟის აღების წესი განუსაზღვრა.

თამარს ლუარსაბის საცოლედ მანუჩარ დადიანის ასული, მარიამი ჰყავდა შერჩეული და არ უნდოდა ­შვი­ლის ქორწინება გიორგი სააკაძის დასთან, თუმცა მაინც გაუწია ანგარიში არჩევანს და ცნო ეს ქორწინება. 1614 წელს, ირანის შაჰის აბას I-ის ერთ-ერთი შემოსევის დროს თამარი ეწინააღმდეგებოდა ლუარსაბის იმერეთის სამეფოში გახიზვნას, თუმცა უშედეგოდ. თამარმა გადაწყვიტა დარჩენა და დამპყრობელთან მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით ურთიერთობის მო­გვარება, მაგრამ ­ქართველი კარისკაცების ერთმა ჯგუფმა თამარის მიმართ იმდენად მტრული დამოკიდებულება გამოავლინა, რომ მისი ქონებაც კი ხელყო. გაძარცული და დამცირებული თამარი მცირე ამალის თანხლე­ბით იძულებით გადაიხვეწა თავდაპირველად იმერეთის სამეფოში, მოგვიანებით ოდიშის სამთავროში, ხოლო მას შემდეგ, რაც ლუარსაბი შაჰ-აბასის ტყვეობაში აღმოჩნდა, იგი ირანში ჩავიდა და შაჰს ­შვი­ლის გათავისუფლება თხოვა. შაჰის ბრძანებით თამარი ციხეში დაამწყვდიეს. გარდაიცვალა იქვე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 462.
  • არახამია გ., სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიისა და წყა­როთმცოდნეობის საკითხები, თბ., 2009
  • გრიგოლია კ., ზებედე მღვდელ-მონაზონი და მისი ანდერძი, ს. ჯანაშიას სახ. სა­ქარ­თველოს სა­ხელმ­წი­ფო მუზეუმის მოამბე, ტ. 17 B, თბ., 1953