თამარ კაპრელიანი
თამარ მარდიროსიანი (სომხ. Թամար Մարտիրոսեան; დ. 28 ოქტომბერი, 1986, სკოტსდეილი, არიზონა) პროფესიონალურად ცნობილია როგორც თამარ კაპრელიანი — სომეხი-ამერიკელი მომღერალი, სიმღერებისა და მელოდიების მწერალი, ფილარმონისტი. კაპრელიანმა კარიერა დაიწყო 2008 წელს, OneRepublic-ის მიერ ორგანიზებულ სამოტივაციო კონკურსში გამარჯვების შემდეგ, სადაც მან შეასრულა სიმღერა ბოდიში. გამარჯვების შემდეგ, რაიან ტედერმა იგი Interscope Records-ის ხელმძღვანელებს წარუდგინა. 2010 წელს, Interscope-ის მეშვეობით გამოუშვა თავისი სადებიუტო სტუდიური ალბომი Sinner ან Saint.
თამარ კაპრელიანი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 28 ოქტომბერი, 1986[1] (38 წლის) |
დაბ. ადგილი | სკოტსდეილი |
საიტი | tamarkaprelian.com |
თამარ კაპრელიანი ვიკისაწყობში |
2015 წელს სომხეთის საზოგადოებრივმა ტელევიზიამ (ARMTV) კაპრელიანი დაიქირავა, რათა გამხდარიყო სომხური სუპერჯგუფის, გენეალოგის, ამერიკელი წარმომადგენელი. როგორც გენეალოგის წევრმა, მან სომხეთი წარადგინა ევროვიზიის 2015 წლის სიმღერის კონკურსში სიმღერით „ჩრდილის სახე“; მან კონკურსში მე-6 ადგილი დაიკავა.
კაპრელიანმა დააარსა „ნვაკის ფონდი“: ორგანიზაცია, რომელიც ემსახურება ახალგაზრდა მომღერლების, სიმღერების შემსრულებლებისა და მუსიკოსების მუსიკალური ნიჭის გაუმჯობესებას სომხეთში.
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაკაპრელიანი დაიბადა როგორც თამარ მარდიროსიანი, სკოტსდეილში, არიზონაში, ავედის და სილვა მარდიროსიანების ოჯახში. მისი მშობლები წარმოშობით ორივე სომეხია. მისი დიდი პაპა იყო დასავლეთ სომხეთიდან. იგი გაიზარდა ჯორჯიისა და კალიფორნიის შტატებში.[2][3]
კარიერა
რედაქტირება2008–2014:კარიერის დასაწყისი და Sinner or a Saint
რედაქტირებათამარ კარპელიანის კარიერა დაიწყო 2008 წელს, OneRepublic-ის მიერ ჩატარებულ კონკურსში გამარჯვების შემდეგ. 2009 წელს გამოუშვა სადებიუტო სინგლი „ახალი დღე“, რომელიც ზრდასრულთა ტოპ 40-ში 37-ე ადგილს იკავებდა.[4] მისი სადებიუტო სტუდიური ალბომი Sinner or Saint, გამოვიდა მომდევნო წელს, Interscope-ის საშუალებით; იგი დაამზადა Wax Ltd-მა.[5] 2012 წლის ივნისში გამოუშვა მისი სადებიუტო პიესა კალიფორნია.
ქველმოქმედება
რედაქტირება2016 წელს, კაპრელიანმა ჩამოაყალიბა „ნვაკის ფონდი“, ორგანიზაცია, რომელიც ერევანშია დაფუძნებული; იგი შეიქმნა ახალგაზრდა სომეხი მომღერლების, სიმღერის შემსრულებლებისა და მუსიკოსების ნიჭის განსავითარებლად.[6] 2018 წლის სექტემბერში, ორგანიზაცია იერუსალიმში გაფართოებას გეგმავდა.[7]
პირადი ცხოვრება
რედაქტირებათამარ კაპრელიანი სომხეთის მოქალაქე გახდა 2015 წლის 28 აპრილს, სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანის მიერ სომხური პასპორტის მიღების შემდეგ.[8] 2016 წლის მაისში დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტის „Phi Beta Kappa“ ინგლისურენოვანი ლიტერატურის ხარისხით.[9][10] კაპრელიანი დაქორწინდა 2016 წლის ოქტომბერში, ნორმანდიაში, ამერიკელ მეწარმე კრის სტენგზე.[11]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Discogs — 2000.
- ↑ About. Tamar Kaprelian – Official Site. Interscope Records. ციტირების თარიღი: 2009-12-07.
- ↑ I want people to know that I am Armenian – interview with Tamar Kaprelian. style.news.am. ციტირების თარიღი: February 10, 2013.
- ↑ „New Day - Tamar Kaprelian“. Billboard.
- ↑ Sinner or a Saint. iTunes.
- ↑ Adams, William Lee. (July 12, 2016) Q&A: TAMAR KAPRELIAN ON NVAK, HER SUMMER PROGRAM FOR GIFTED TEENS AND YOUNG ADULTS IN ARMENIA. Wiwibloggs.
- ↑ Nvak Mission. Nvak Foundation. ციტირების თარიღი: 15 January 2018.
- ↑ Jiandani, Sanjay. (28 April 2015) Eurovision Armenia: Genealogy meet the president of Armenia. Esctoday. ციტირების თარიღი: 1 May 2015.
- ↑ Tamar Kaprelian [TamarKaprelian]. (13 May 2016) 🎓. @Columbia..
- ↑ https://twitter.com/TamarKaprelian/status/834991031049420800
- ↑ Macon, Alexandra (24 February 2017). „An Intimate Armenian Wedding in Normandy“. Vogue.