თამარ თეთრაძე (1922-2003)

თამარ პეტრეს ასული თეთრაძე (დ. 31 დეკემბერი, 1922 — გ. ივლისი, 2003) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1976).

თამარ თეთრაძე
დაბადების თარიღი 31 დეკემბერი, 1922
გარდაცვალების თარიღი ივლისი, 2003
საქმიანობა მსახიობი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1942 წელს დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტი, 1953 წელს კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი.

1942 წლიდან თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობია. შესრულებული აქვს როლები: გულთამზე და გვირისტინე (პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“ და „კოლმეურნის ქორწინება“), მაშა (ნ. პოგოდონის „კრემლის კურანტები“), ბიანკა, ოლივია (უ. შექსპირის „ჭირვეულის მორჯულება“, „მეთორმეტე ღამე“), ლაურენსია (ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყარო“) და სხვა.

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1958. № 2. გვ. 21.
  2. საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1976. № 6. გვ. 327.