თამარ გურჩიანი
თამარ გურჩიანი (დ. 27 იანვარი, 1980) — ქართველი იურისტი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი.
თამარ გურჩიანი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 27 იანვარი, 1980 |
ორგანიზაცია | ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი / EWMI |
ბიოგრაფია
რედაქტირებათამარ გურჩიანმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი 2003 წელს; ვირჯინიის უილიამისა და მერის კოლეჯის სამაგისტრო პროგრამა. 2004–2010 წლებში მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ინფორმაციის თავისუფლებისა და ანტიკორუფციული პროგრამების კოორდინატორად; 2007–09 წლებში იყო ადამიანის უფლებათა ინსტრუქტორი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში; 2010–11 წლებში მიიღო სამართლის მაგისტრის ხარისხი უილიამისა და მერის კოლეჯში (ვირჯინია, აშშ); ამავე პერიოდში სტაჟირება გაიარა ორგანიზაციებში: ეროვნული უსაფრთხოების არქივი და Sunlight Foundation (ვაშინგტონში, აშშ); 2011–15 წლებში სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობდა კონსულტანტად შემდეგ სფეროებში: ადამიანის უფლებები, არჩევნების მონიტორინგი და სამოქალაქო ორგანიზაციების შესაძლებლობათა განვითარება; არის „რადიო თავისუფლების“ ქართული ბიუროს ბლოგერი და რეგულარულად წერს ადამიანის უფლებების შესახებ; აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტის“ (ACCESS) ორგანიზაციული განვითარების მენეჯერი; ის არის არასამთავრობო ორგანიზაციების გამგეობის წევრი: სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია „ორბელიანი“. სამეცნიერი ინტერესის სფეროები: ადამიანის უფლებათა სამართალი, ანტიდისკრიმინაციული სამართალი; ადმინისტრაციული სამართალი, შესავალი სამართალმცოდნეობაში. სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი საჯარო სამართლის მიმართულებით, ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელი.
ლიტერატურა
რედაქტირება- თავისუფლების დღიურები, 2012 : რადიო „თავისუფლების“ პროექტი. თბ., გვ. 263, წ. 2013.