თამარ ბურჯანაძე
ქართველი პედაგოგი, ფილოლოგი ქართული ენისა და ლიტერატურის მეთოდგაერთიანებების ხელმძღვანელი.
თამარ ბურჯანაძე (დ. 1 ივლისი, 1920, თბილისი — გ. 21 ივნისი, 2000) — ქართველი პედაგოგი, ფილოლოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის მეთოდგაერთიანებების ხელმძღვანელი.
1942 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1943 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის ქალთა მე–7 სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებლად. 1945 წლიდან იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თბილისის ვაჟთა მე–7 სკოლაში. 1954 წლიდან მუშაობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის 53–ე საშუალო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელად. მისი პედაგოგიური წერილები ქვეყნდებოდა ქართულ ჟურნალ–გაზეთებში.