თამარის გორაარქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს სოფელ სამრეკლოს სამხრეთ-აღმოსავლეთით, ხუთ კილომეტრზე. ნამოსახლარზე დადასტურებული თიხის ჭურჭლის ნატეხების ერთი ნაწილი თარიღდება გვიანდელი ბრინჯაო-რკინის ხანით, მეორე - გვიანდელი ანტიკური ხანით. ძეგლს გასული საუკუნის 70-იან წლებში მიაკვლია ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი კ. ფიცხელაური). ნამოსახლარი გამართულია ბუნებრივი ბორცვის მოსწორებულ თხემზე და შემოუყვება სათავდაცვო თხრილი. მოპოვებული არქეოლოგიური მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის გურჯაანის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საცავში.

ლიტერატურა

რედაქტირება