თამარა გრინჩენკო
თამარა გრინჩენკო ( უკრ. Тамара Олексіївна Грінченко, დ. 23 თებერვალი, 1938 , სოფელი კოჩუბეევი, ჩემეროვეცის რაიონი, ხმელნიცკის ოლქი, უკრაინის სსრ, სსრკ — საბჭოთა და უკრაინელი წამყვანი მკვლევარი ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (ინფორმატიკის თეორიული საფუძვლები), განათლების კომპიუტერიზაციის ასოციაციის წევრი (აშშ). ვ. გლუშკოვის პრემიის ლაურეატი.
თამარა გრინჩენკო | |
---|---|
დაბ. თარიღი | 23 თებერვალი, 1938 (86 წლის) |
დაბ. ადგილი | Kochubiyiv[1] |
მოქალაქეობა | უკრაინა |
საქმიანობა | ინჟინერ-კონსტრუქტორი და cyberneticist |
მუშაობის ადგილი | Glushkov Institute of Cybernetics, Q12074656? და Q19559759? |
ალმა-მატერი | კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი |
მეუღლე | Viktor Timofeevich Grinchenko[2] |
ჯილდოები | Glushkov Prize |
ბიოგრაფია
რედაქტირებათამარა გრინჩენკო დაიბადა 1938 წლის 23 თებერვალს. 1959 წელს დაამთავრა კიევის ტარას შევჩენკოს ახელობის ეროვნული უნივერსიტეტი.
1960-იან წლებში მან ითამაშა სამოყვარულო ფილმში "სიყვარული და მეგობრობა ქვის ხანაში" —"სამოყვარულო ფილმი-ხუმრობა, რომელიც გადაიღეს კიევის კიბერნეტიკის ინსტიტუტის თანამშრომლებმა 1960-იან წლებში. "
1956-1986 წლებში მუშაობდა უკრაინის სსრ მეცნიერებათა აკადემიის კიევის კიბერნეტიკის ინსტიტუტში: 1969-1971 წლებში წამყვან კონსტრუქტორად, ხოლო 1971-1986 წლებში იყო მთავარი კონსტრუქტორი.
1968 წელს გახდა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი. სპეციალობა — „კომპიუტერულ მეცნიერებათა და კიბერნეტიკის თეორიული საფუძვლები“ [3]
თამარა გრინჩენკომ მონაწილეობა მიიღო პირველი პერსონალური კომპიუტერების "MIR" (საინჟინრო გამოთვლის მანქანა) შემუშავებაში.
მე-20 საუკუნის ოთხმოციან წლებში იგი ხელმძღვანელობდა უკრაინაში პირველი ჰიპერტექსტური სისტემის შექმნის პროექტს [4]
1986 წლიდან მუშაობდა კიევის გამოყენებითი ინფორმატიკის ინსტიტუტში.
1994 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია სპეციალობაში „კომპიუტერული მეცნიერების ტექნიკური საფუძვლები“ [3] .
2003 წლიდან იყო უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ტელეკომუნიკაციებისა და გლობალური საინფორმაციო სივრცის ინსტიტუტის წამყვანი მკვლევარი, ხოლო 2008 წლიდან გახდა უფროსი მკვლევარი.[5]
ოჯახი
რედაქტირებამეუღლე — ვიქტორ გრინჩენკო (1994 წლიდან), საბჭოთა და უკრაინელი მეცნიერი აკუსტიკისა და სითხის მექანიკის დარგში, უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი (1995), უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დამსახურებული მოღვაწე, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. უკრაინის სსრ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დარგში (1989 წ.). [6]
პუბლიკაციები
რედაქტირება- Гринченко Тамара Алексеевна. Вопросы выполнения аналитических преобразований на вычислительных машинах: Автореферат дис. на соискание ученой степени кандидата физико-математических наук. (009) / АН УССР. Ин-т кибернетики. — Киев : [б. и.], 1968. — 19 с.[7]
- В. Гринченко, Т. Гринченко: «Википедия» как элемент культуры информационного общества/ ISSN 0372-6436. Вестник НАН Украины, 2010, № 10, страницы 54-63[8]
- «ІТ-проекции технологического развития Украины», Киев, Азимут-Украина. — 184 с. — 978-966-1541-24-4(укр. «ІТ-проекція технологічного розвитку України». Полумієнко Сергій, Рибаков Леонід, Грінченко Т.О., Довгий С. О., Київ, Азимут-Україна)
- Т. Гринченко: Методы и способы репрезентации и обработки символьной информации в интеллектуальных вычислительных системах, Киев, 1994[9]
- Гринченко Т. А., Погребинский С. Б., Клименко В. П.:Язык программирования ФОРТРАН-МИР. — Киев : Б. и., 1977. — 38 с.[10]
- Е. Л. Ющенко, Т. А. Гринченко: Программирующая программа с входным адресным языком для машины Урал-1 : справочник программиста /Наукова думка, 1964[11]
- В соавторстве: Программное обеспечение ЭВМ МИР-1 и МИР-2. Т. 3. К., 1976[4]
- В соавторстве: Гипертекст — новая информационная технология // КСА. 1992. № 5[4]
- В соавторстве: Машинный интеллект и новые информационные технологии. К., 1993 г.[4]
- В соавторстве: Принципы построения мультимедийных систем презентационного класса[4]
Ჯილდოები
რედაქტირება1998 — უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვ.გლუშკოვის პრემია.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Енциклопедія сучасної України — Інститут енциклопедичних досліджень НАН України, 2001. — ISBN 966-02-2075-8
- ↑ https://web.archive.org/web/20200622192336/http://esu.com.ua/search_articles.php?id=31909
- ↑ 3.0 3.1 Гринченко Тамара Алексеевна (укр.:Грінченко Тамара Олексіївна). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-04-17. ციტირების თარიღი: 2023-04-17
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 Гринченко Тамара Алексеевна (укр.:Грінченко Тамара Олексіївна). ციტირების თარიღი: 2023-04-17
- ↑ Википедия.Гринченко Тамара Алексеевна (укр. Вікіпедія. Грінченко Тамара Олексіївна). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-04-20. ციტირების თარიღი: 2023-04-16
- ↑ Полтава историческая. ციტირების თარიღი: 2023-04-16
- ↑ Вопросы выполнения аналитических преобразований на вычислительных машинах. ციტირების თარიღი: 2023-04-16
- ↑ В. Гринченко, Т. Гринченко: «Википедия» как элемент культуры информационного общества. ციტირების თარიღი: 2023-04-16
- ↑ Методы и способы репрезентации и обработки символьной информации в интеллектуальных вычислительных системах. ციტირების თარიღი: 2023-04-17
- ↑ Язык программирования ФОРТРАН-МИР. ციტირების თარიღი: 2023-04-17
- ↑ Программирующая программа с входным адресным языком для машины Урал-1 : справочник программиста. ციტირების თარიღი: 2023-04-17