თამაზ შაბურიშვილი
თამაზ შაბურიშვილი (დ. 15 სექტემბერი, 1964, თბილისი) — ქართველი ექიმი და მეცნიერი.
თამაზ შაბურიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 15 სექტემბერი, 1964 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1987 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1987-1989 წლებში — ექიმთა დახელოვნების უნივერსიტეტის კარდიოლოგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი. 1989-1994 წლებში თბილისის N1 კლინიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების ინტენსიური ბლოკის ექიმი. 1994-1997 წლებში N2 საავადმყოფოს დიაგნოსტიკური განყოფილების გამგე. 1993 წელს მიენიჭა დოცენტის, ხოლო 2003 წელს პროფესორის წოდება. 1994 წლიდან თბილისის გულის და სისხლძარღვთა კლინიკის ხელმძღვანელი. სამეცნიერო ინტერესის სფეროები: ინტერვენციული კარდიოლოგია, ელექტროფიზიოლოგია, მინიინვაზიური კარდიოქირურგია. 90 სამეცნიერო პუბლიკაციის და 5 მონოგრაფიის ავტორი, ასევე ავტორია ორი სახელმძღვანელოსი ელექტროკარდიოგრაფია და ინტერვენციული კარდიოლოგია. ექიმი კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი (2003).
საკანდიდატო დისერტაციის თემა — 1991 წელს დაიცვა „წინაგულთა ელექტროფიზიოლოგია და კინილენტინის, კორდარონის, ეტაციგინის, ოგზიდანის, დელაგილის მოქმედება მოციმციმე არითმიის პაროქსიგმების მქონე ავადმყოფებში“, ასევე სადოქტორო დისერტაციის თემა დაიცვა 1997 წელს „მიოკარდიუმის კუმშვადი ფუნქციის შეფასება გულის შეგუბებითი უკმარისობის დროს მკურნალობის შერჩევისა და გამოსავლის პროგნოზირებისათვის“.
ორგანიზაციის წევრი
რედაქტირება- კარდიოლოგიის ასოციაცია, გამგეობის წევრი.
ჯილდოები
რედაქტირება- 2012 — ღირსების ორდენი
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- კორონარული ინტერვენციული კარდიოლოგია : სახელმძღვანელო სამედიცინო უნ-ტის სტუდენტებისათვის, რეზიდენტებისათვის (თანაავტორი). - თბ., თბილ., გულის და სისხლძარღვთა კლინიკის გამ-ბა, 2010.
- ინვაზიური და არაინვაზიური მანიპულაციების ტექნიკა ინტენსიური ბლოკის ექიმებისთვის (თანაავტორი). თბ., 1995.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. თბ., 2006. გვ. 492;
- საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ: ჯაფარიძე ი., თბ., 2012. გვ. 376;