თავწმინდა გიორგის ეკლესია

თავწმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ქალაქ საგარეჯოს ჩრდილო-აღმოსავლეთით, ოთხიოდე კილომეტრის დაშორებით, წმინდა გიორგის ქედზე, კოდად წოდებული ადგილისაკენ მიმავალი გზის სიახლოვეს. ქალაქისა და სოფელ გიორგიწმინდის საზღვარზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია. ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვითა და ნატეხი ქვით. წყობა არასწორია. კუთხეებში შირიმის მოზრდილი ქვებია ჩართული ერთი მეტრის სიმაღლეზე. შიგნიდან კედლები შელესილია. აფსიდი გადახურულია წესიერი ფორმის კონქით. კონქის თაღი ნახევრაწრიული ფორმისაა. ამავე ფორმისაა კამარაც.

1980-იან წლებში ადგილობრივ მოსახლეობას ეკლესია გაურემონტებია. ეკლესია გადახურულია ღარისებური კრამიტით.

ლიტერატურა

რედაქტირება