თავცეცხლა
თავცეცხლა (ლათ. Galeopsis bifida) — ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა,სიმაღლე – 15-60 სმ. მარტივი ან დატოტვილი. ჯაგრისებური ბეწვით შებუსული, ზოგჯერ – შიშველი. ფოთლები კვერცხის ფორმის კვერცხისებური ან ლანცეტაა, მრგვალკბილა, შებუსული. ყვავილედის ჩხროები სფეროსებურია, შებუსული. გვირგვინი მეწამულია, სოსანი, მოყვითალო ან მოთეთრო. იზრდება ტყის შუა და ზედა სარტყლების ტყეებში, ბუჩქნარებსა და მდელოებზე. საქართველოში გავრცელებულია თითქმის ყველა რეგიონში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს მთელ კავკასიას, თითქმის მთელ ევრაზიას, ჩრდილოეთ ამერიკას.
თავცეცხლა | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Galeopsis bifida Boenn. | ||||||||||||||
|
გალერეა
რედაქტირება-
ყვავილი
-
ფოთლები
-
ილუსტრაცია
ლიტერატურა
რედაქტირება- სუხიტაშვილი კ., საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ., 2018, გვ. 392.