თავფარავნელის ბალადა
თავფარავნელის ბალადა (როკ-ოპერა) (ინგ.: The Ballad of Tavparavneli) — კომპოზიტორი მინდია ხითარიშვილი ლიბრეტოს ავტორი ირმა გურიელი. როკ-ოპერა დაწერილია თამაზ ჭილაძის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით.
თავფარავნელის ბალადა | |
---|---|
აფიშა (ბანერი) | |
მუსიკა | მინდია ხითარიშვილი |
ტექსტები | ირმა გურიელი |
დადგმები | მუსიკალური თეატრი (ბათუმი). ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი. |
სიუჟეტი
რედაქტირებამოქმედება ხდება ზღაპრულ კუნძულ აშკარეთზე. კუნძული ბროლისაა და მასზე ბროლისავე სასახლე დგას. აქ დრო გაყინულია. არ არსებობს წელიწადის დრონი. ხალხი არ იცვლება. ბავშვები არ იზრდებიან. კუნძულის მკვიდრნი ჩუმად ღმერთს ევედრებიან, რომ ეს კუნძულიც სხვების მსგავსად დაატრიალოს, გააცოცხლოს, რათა მოესწრონ შვილების გაზრდასა და დავაჟკაცებას.
აშკარეთის მთავარს სასტიკად აკრძალული აქვს ამ საკითხზე ხმის ამოღება და გულში ჩუმად ლოცვა-ვედრებაც კი,რადგან გაგონილი ამბის ეშინია - თავფარავნიდან ზღვას დოლაბით გადმოცურავს თავფარავნელი ჭაბუკი,დოლაბივით დაატრიალებს კუნძულ აშკარეთს,ბროლის კოშკი დაიმსხვრევა,გაცოცხლდება წელიწადის დრონი და კუნძულ აშკარეთზე კვლავინდებურად სიცოცხლე დაისადგურებს. მთავარი გულს იმით იმშვიდებს,რომ არ სჯერა,დოლაბით ზღვას ვერავინ გადმოსცურავს;მაგრამ არ იცის რა მოუხერხოს მის ძმისშვილს,რომელიც გამუდმებით სიზმრად ხედავს თავფარავნელ ჭაბუკს.იგი ნანოს დოლაბით ზღვის გადმოცურვას ჰპირდება და ნანოც მოუთმენლად ელოდება გულისწორს.სჯერა,რომ მისი სიზმარი ახდება.შეშფოთებული მთავარი გადაწყვიტავს,ვიდრე თავფარავნელი ჭაბუკი მასთან მივა,ნანო თავის ერთგულ რაინდ ბახუტაზე დააქორწინოს.ნანო კი,ჯიუტად თავის სატრფოს,თავფარავნელ ჭაბუკს ელოდება.
მოქმედება I
რედაქტირებაქორო და მთქმელი - იგივე მასხარა გვაცნობენ ხალხურ ბალადას.ნანო სიზმარს ხედავს.მას თავფარავნელი ჭაბუკი ესიზმრება.იგი არწმუნებს,რომ ზღვას დოლაბით გადმოცურავს და მასთან აუცილებლად მოვა.ნანო ეჭვებშია,ყოყმანობს.თუმცა გულის სიღრმეში მაინც სჯერა სატრფოსი.
ბახუტას,რომელიც ყოველღამე უთვალთვალებს ნანოს,მოჰყავს მთავარი.ისინი ერთად ხედავენ სიზმარეულ ზმანებას და ესმით,როგორ ეფიცებიან სიყვარულს ერთმანეთს თავფარავნელი ჭაბუკი და ნანო.მთავარი ჰპირდება ბახუტას,რომ ყველაფერს იღონებს,რათა ნანო მას მიათხოვოს.ნანო იღვიძებს. უხმობს მოახლე გოგონებს და აღტაცებული უყვება თავის სიზმარს.იქვეა ძიძაც,რომელიც არწმუნებს ნანოს,რომ ეს მხოლოდ სიზმარია და სხვა არაფერი,რადგან შეუძლებელია დოლაბით ზღვის გადმოცურვა.მალე სასიძოებიც უნდა მოვიდნენ.ისინი მთავარმა მოიწვია.ნანოს კი ისღა დარჩენია ერთ-ერთი მათგანი საქმროდ აირჩიოს.
ჩაფრები და მათი უფროსი სიკა,მთავრის შესახვედრად ემზადებიან.აქვეა თავფარავნიდან მოფრენილი სამოთხის ჩიტი,რომელიც გალიაში ზის და ხოტბას ასხამს მთავარსა და სიკას,მთავარს მასხარა ახლავს,რომელსაც იგი ბრიყვს ეძახის.მთავარი მასხარას გამოცანებს ეუბნება,მასხარა კი,თავს იბრიყვებს და ართობს მთავარს. შემოდიან სასიძოები.ისინი მთავრის წინაშე წარდგებიან და თავს იწონებენ.ნანოს კი,არავინ მოსწონს.მასხარა,იგივე მთქმელი ახსენებს ნანოს თავფარავნელი ჭაბუკის შესახებ.
ნანოს ისევ ეცხადება სიზმარეული ზმანება.თავფარავნელი ჭაბუკი თხოვს მას,რომ დაელოდოს და ის აუცილებლად მოვა,ოღონდ არ ჩააქროს კელაპტარი,რომელიც მას სატრფოსკენ მიმავალ გზას უნათებს. ზმანება ქრება.ნანო იტანჯება თავფარავნელის მოლოდინით.
შემოდის კიდევ ერთი სასიძო - გადაცმული ბახუტა.ნანოს ის თავფარავნელი ჰგონია და ღვინით სავსე ჯამს მიაწოდებს.თავფარავნიდან მოფრენილი,გალიაში ჩაკეტილი სამოთხის ჩიტი,ვეღარ იტანს ამდენ უსამართლობას და გასცემს ბახუტას საიდუმლოს.სიმართლის სმენით აღფრთოვანებული მასხარა ჩიტს გალიიდან გამოუშვებს.იწყება აურზაური და მთავარსა და ბახუტას - "კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ".განრისხებული მთავარი უბრძანებს სიკას დაიჭიროს სამოთხის ჩიტი და ისევ გალიაში ჩაამწყვდიოს.სიკა დასდევს ჩიტს,მაგრამ ვერ იჭერს.ჩიტი გაფრინდება,სიკა დაედევნება.
ქორო ლოცვას აღავლენს თავფარავნელი ჭაბუკის საშველად.ღმერთს ავედრებს მას,რათა ზღვა დოლაბით გადმოსცუროს და მშვიდობით,უვნებლად მოაღწიოს კუნძულ აშკარეთამდე.
მოქმედება II
რედაქტირებაქორო და მთქმელი, კვლავ გვახსენებენ ხალხურ ბალადას.უეცრად შემოფრინდება სამოთხის ჩიტი,რომელსაც მოსდევს სიქაგაცლილი სიკა,რადგან ვერაფრით ვერ იჭერს მას.იგი ევედრება მასხარას დაეხმაროს ჩიტის დაჭერაში.
მასხარა - იგივე მთქმელი,მოულოდნელად შეამჩნევს იქვე მძინარე იმედსა და სიმართლეს და აღვიძებს მათ. შემდეგ კი,სთხოვს დაეხმარონ სიკას.ურჩიონ როგორ მოიქცეს.
იმედი და სიმართლე კამათს იწყებენ იმაზე,თუ რომელია მთავარი,უფრო მნიშვნელოვანი მათ შორის - იმედი,თუ სიმართლე.მათ კამათში ირკვევა,რომ სიკას თურმე ადრე ფრთები ჰქონია,იგი თავფარავნიდან ყოფილა.მთავარს მისთვის ფრთები დაუჭრია და მორჩილ,ერთგულ მსახურად უქცევია.იმედის,სიმართლის,მასხარას და სამოთხის ჩიტის დახმარებით სიკას გულში,რაღაც უცნაური,ბოლომდე შეუცნობელი სითბო იღვრება და მიუხედავად თავდაპირველი პროტესტისა,ბავშვობის ტკბილი მოგონება იღვიძებს.აღელვებული სიკა გარბის.
ნანო ისევ სიზმარს ხედავს.თავფარავნელი ჭაბუკი ზღვას დოლაბით მოაპობს და მისკენ მოცურავს.ნანო შეშფოთებული იღვიძებს და ძიძას უყვება თავის სიზმარს.ძიძა ცდილობს დაამშვიდოს ნანო და არწმუნებს ცოლად რაინდ ბახუტას გაჰყვეს,რადგან მთავარმა ასე ისურვა.სიზმარი კი,მირაჟია,რომ გათენდება მიდის.ბახუტა კი,ღირსეული საქმრო.
თენდება.აშკარეთში ქორწილია,ისმის საზეიმო სიმღერა.მთავარი ლოცავს ნეფე-პატარძალს და სტუმრებს.შემდეგ იგი ჩაფრების უფროსს - სიკას მოიკითხავს.
უეცრად ფრთებჩამოძონძილი სიკა გამოჩნდება,რომელსაც ხელი ჩაუკიდია სამოთხის ჩიტისთვის.წამით სიჩუმე ჩამოვარდება.სიკა იწყებს ამბის მოყოლას იმის შესახებ,თუ როგორ დაიბნია ფრთები,ჩიტმა როგორ ასწავლა ფრენა.გათენდა თუ არა,როგორ ჩავარდა ზღვაში და რა საოცრება იხილა.სამოთხის ჩიტს არ უნდა,აღელვებულმა სიკამ მათი საიდუმლო გასცეს და სიტყვას შეაშველებს.ამით გათამამებული სიკა მთავრის გასაგონად ამბობს - თავფარავნელ ჭაბუკს ნაპირამდე მოუღწევია და იქვე სიბნელეს დაუღუპიაო.
ამ დროს მასხარა ნანოს სიმართლეს ჩასჩურჩულებს,რომ თავფარავნელი ცოცხალია.ნანო ჩუმად გაიპარება.
ბახუტა ვერ პოულობს ნანოს.მთავარი მასხარას უბრძანებს - ბრიყვო,გამომყევ ნანო ერთად მოვძებნოთ!მასხარა უარით პასუხობს - სცდებით მთავარო,ბრიყვი არა ვარ!განრისხებული მთავარი სიკას მის დაპატიმრებას უბრძანებს.სიკა კი,ადგილიდან არ იძვრის.გაცოფებულ მთავარს ბახუტა მიჰყავს ნანოს მოსაძებნად.
ხალხი ლოცვას იწყებს - ალილუია - გალობს ქორო თავფარავნელის გადასარჩენად.უფალმა შეისმინა ლოცვა-ვედრება.სიკას და სამოთხის ჩიტს მოჰყავთ ნანო და თავფარავნელი ჭაბუკი,რომელმაც ზღვა დოლაბით გადმოცურა.იგი სიყვარულმა გადაარჩინა.მასხარა მოუწოდებს თავფარავნელ ჭაბუკს დაატრიალოს კუნძული...აშკარეთი დოლაბივით იწყებს ტრიალს...ინგრევა ბროლის კოშკი...კუნძული ცოცხლდება...აშკარეთში უკვე გაზაფხულია...ზეიმობს სიცოცხლე და სიყვარული.ჟღერს უფლის სადიდებელი სამადლობელი ჰიმნი სიკეთესა და სიყვარულზე.
მთავარი როლები
რედაქტირებაპერსონაჟი | ხმის ტიპი | აღწერა |
თავფარავნელი ჭაბუკი | ტენორი | მთავარი პერსონაჟი,ახალგაზრდა ჭაბუკი რომელიც თავფარავნიდან დოლაბით ზღვას გადასცურავს აშკარეთამდე. |
ნანო | სოპრანო | ნანო,მთავრის ძმისწული,თავფარავნელი ჭაბუკის სატრფო. |
მთავარი | ბანი | კუნძულ აშკარეთის მთავარი. |
ბახუტა | ბარიტონი | მთავრის ერთგული რაინდი. |
მასხარა | ტენორი | იგივე მთქმელი,მთავრის სასახლის მსახური. |
სიკა | ტენორი | ჩაფრების უფროსი |
სამოთხის ჩიტი | სოპრანო | თავფარავნიდან მოფრენილი ჩიტი,რომელიც მთავრის ბრძანებით გალიაშია ჩაკეტილი. |
ძიძა | კონტრალტო | ნანოს გამზრდელი ძიძა. |
იმედი | ტენორი | მამაკაცი რომელიც იმედის რწმენით ცოცხლობს. |
სიმართლე | მეცო-სოპრანო | ქალი რომელიც მუდამ სიმართლისთვის იბრძვის. |
მუსიკალური ნომრები
რედაქტირება
ლიტერატურარედაქტირება
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
|