თავფარავნელი ჭაბუკი

„თავფარავნელი ჭაბუკი“ — ქართული ხალხური ბალადა. პირველად 1882 წელს ჩაიწერა. გავრცელებულია უმთავრესად აღმოსავლეთ საქართველოში. ბალადა მოგვითხრობს „წყალგაღმა“ მცხოვრები ქალისა და თავფარავნელი ჭაბუკის სიყვარულის ამბავს: ღამით ჭაბუკი მიცურავს სატრფოსკენ, ქალის მიერ ანთებული სანთელი გზას უნათებს, „ავსული ბებერი“ აქრობს სინათლეს, ვაჟი წყალში იხრჩობა. ვ. კოტეტიშვილის აზრით, ბალადა მოარულ სიუჟეტზეა აგებული მსგავსად ბერძნული მითისა ჰეროსა და ლეანდრეს შესახებ. „თავფარავნელი ჭაბუკში“ შემორჩენილია ძველისძველი მითური წარმოდგენები.

ლიტერატურარედაქტირება

  • კალანდაძე გ., ქართული ბალადები, თბ., 1957;
  • კოტეტიშვილი ვ., ხალხური პოეზია, გამოც. მე-2, თბ., 1961;