თავისუფლების ზარი

თავისუფების ზარი (ინგლ. Liberty Bell) — ზარი, რომელიც მდებარეობს აშშ-ში, ქალაქ ფილადელფიაში, პენსილვანიის შტატში და წარმოადგენს აშშ-ის ისტორიაში დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მთავარ სიმბოლოს. ამ ზარის რეკვამ მოუწოდა ფილადელფიის მცხოვრებლებს 1776 წელს მეორე კონტინენტურ კონგრესზე მიღებული დამოუკიდებლობის დეკლარაციის გახმოვანებაზე.

თავისუფლების ზარი

ზარი დაახლოებით 943 კგ-ს იწონის, მისი პერიმეტრი 3,7 , ხოლო სიმაღლე 1 მეტრია.[1] დამზადებულია სპილენძისა (70%) და თუთიის (25%) შენადნობისგან ლონდონში, კომპანია Whitechapel Bell Foundry-ის მიერ.[2]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. «Liberty Bell.» Encyclopædia Britannica from Encyclopædia Britannica 2007 Ultimate Reference Suite (2007)
  2. «Bell Foundry. A curfew tolls...» (24 დეკემბერი, 2016), www.economist.com