„თავდაყირა 2“ (ინგლ. Inside Out 2) — რეჟისორ კელსი მანის 2024 წლის ანიმაცია, „თავდაყირას“ მეორე ნაწილი (დრამა, სათავგადასავლო, ანიმაცია). მსახიობები: ემი პოლერი, მაია ჰოუკი, კენსინგტონ ტოლმენი, ლიზა ლაპირა, ფილის სმითი, ლუის ბლეკი. ფილმი მოგვითხრობს რაილის შესახებ, რომელიც უკვე მოზარდია და მას სხვადასხვა ახალი ემოცია და გამოწვევა ხვდება. მისი ძირითადი ემოციები — სიხარული, სევდა, შიში, ზიზღი და ბრაზი — კვლავ ცდილობენ გაუმკლავდნენ ახალ გამოწვევებს, რომლებიც მოზარდობის პერიოდს სდევს თან.

„თავდაყირა 2“
ჟანრი ანიმაციური, დრამა, ფენტეზი, საოჯახო, სათავგადასავლო
დამდგმელი რეჟისორი კელსი მანი
პროდიუსერი მარკ ნილსენი
როლებში ემი პოლერი,მაია ჰოუკი, კენსინგტონ ტოლმენი, ლიზა ლაპირა, ფილის სმითი, ლუის ბლეკი
მუსიკა ანდრეა დაცმანი
მწარმოებელი კომპანია Pixar Animation Studios
გამოსვლის თარიღი 14 ივნისი, 2024[1]
ხანგრძლივობა 96 წუთი[2]
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $200 მილიონი[3]
შემოსავალი $1,555 მილიარდი[4]

„თავდაყირა 2“ აშშ-ში Pixar Animation Studios-ის მიერ გამოვიდა 2024 წლის 14 ივნისს. ანიმაციამ მსოფლიო მასშტაბით შემოსავლის სახით 1,555 მილიარდი დოლარი მიიღო.

მოზარდ გოგონას, რაილის აქვს ხუთი ემოცია: ბრაზი, სევდა, ბედნიერება, შიში და ზიზღი. იგი ცხოვრობს ამ ხუთი ემოციით, თუმცა გარდატეხის ასაკში მას ემატება კიდევ რამდენიმე ემოცია: შფოთვა, მობეზრება, სირცხვილი, ნოსტალგია და შური. მისი ემოციების მთავარ მმართველს, ბედნიერებას ჩაანაცვლებს შფოთვა, რომელიც სრულიად შეცვლის რაილის და მის ცხოვრებას. შფოთვა რაილის აიძულებს ჩამოშორდეს მეგობრებს, ისწრაფოს პირველობისკენ თავის საყვარელ სპორტში და გახდეს ყველასათვის მოსაწონი გოგონა.

ამ დროის განმავლობაში, მივიწყებული ხუთი ემოცია ყველაფერს ცდილობენ, რომ დაბრუნდნენ რაილის გონებაში და დაეხმარნონ მას, თუმცა ციხიდან რაილის გონებამდე გზა დიდი და გრძელია. ამ გზის გავლისას გაივლიან ბევრ დაბრკოლებას, თუმცა საბოლოოდ, ბრაზის დახმარებით შეძლებენ დაბრუნებას, დაამარცხებენ იმ ემოციებს, რომლებმაც რაილის რთული პერიოდი შეუქმნეს და მაქსიმალურად ეცდებიან მათი შექმნილი პრობლემების მოგვარებას მოზარდი გოგონას ცხოვრებაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება