ემი პოლერი
ემი პოლერი (ინგლ. Amy Poehler, დ. 16 სექტემბერი, 1971[1]) − ამერიკელი ქალი მსახიობი და კომიკოსი.
ემი პოლერი | |
---|---|
ემი პოლერი 2021 წელს | |
დაბადების თარიღი |
16 სექტემბერი, 1971 ნიუტონი, მასაჩუსეტსი, აშშ |
საქმიანობა | მსახიობი, კომიკოსი, სცენრარისტი, პროდიუსერი, რეჟისორი |
აქტიური | 1996 - დღემდე |
მეუღლე(ები) | უილ არნეტი (იქ. 2003; გ. 2016) |
2001 წელს პოლერი NBC-ის სკეჩ-კომედიურ შოუს Saturday Night Live შეუერთდა. პოლერმა შოუ 34-ე სეზონის შუაში დატოვა, რათა სერიალში, პარკები და რეკრეაცია, ლესლი ნოუპის როლი შეესრულებინა. შოუ 2015 წელს დასრულდა.
2015 წელს ტელევიზიაში შეტანილი წვლილისთვის პოლერი ჰოლივუდის დიდების ხეივანში შეიყვანეს. 2012 წელს ტელეკრიტიკოსთა არჩევანის ჯილდო მიიღო კომედიურ ტელესერიალში შესრულებული საუკეთესო ქალი მსახიობის კატეგორიაში. 2014 წელს პოლერმა ოქროს გლობუსის ჯილდო დაიმსახურა ტელემიუზიკლში ან კომედიურ ტელესერიალში შესრულებული საუკეთესო ქალი მსახიობის კატეგორიაში. 2016 წელს ტინა ფეისთან ერთად პრაიმტაიმის ემის ჯილდო მიიღო ტელესერიალების გამორჩეული მოწვეული მსახიობის კატეგორიაში.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Poehler, Amy (2014). Yes Please. Dey Street. ISBN 978-0062268341.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Amy Poehler Biography: Theater Actress, Comedian, Film Actress, Television Actress (1971–). FYI / A&E Networks. ციტირების თარიღი: March 2, 2013 Note: Some sources give Burlington, Massachusetts, where she was raised.