გიორგი მერაბის ძე თავაძე (დ. 5 მარტი, 1962, თბილისი) — ქართველი რეჟისორი და დრამატურგი, სანდრო ახმეტელის,(2005) კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (2010).

გოგა თავაძე
დაბადების თარიღი 5 მარტი, 1962 (1962-03-05) (62 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თეატრალური ინსტიტუტი
საქმიანობა რეჟისორი, დრამატურგი
მშობლები მამა: მერაბ თავაძე
დედა: ირმა გურიელი

ბიოგრაფია

რედაქტირება

გიორგი თავაძე დაიბადა 1962 წლის 5 მარტს, თბილისში. 1990 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის დრამის რეჟისურის ფაკულტეტი (რობერტ სტურუას შემოქმედებითი სახელოსნო). მისი პირველი სტუდენტური სპექტაკლები იყო: ალან მონკ ჰაუზის „ბრილიანტი“, ა. სუდარევის „ალდებარანში!.. ალ დე ბაზრანში!..“ და რ. არდენსონის „ძვირფასო, მე არ მესმის შენი ხმა, როცა აბაზანაში წყალი ჩხრიალებს“ (1991).

1990-2000 წლებში მოღვაწეობდა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრში რეჟისორად; 2001-2006 წლებში იყო თბილისის სამეფო უბნის თეატრის მთავარი რეჟისორი; 2006 წელს რობერტ სტურუას რეკომენდაციით დაინიშნა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად. 2002 წლიდან არის შემოქმედებითი კავშირის, „საქართველოს თეატრალური საზოგადოების“ წევრი.

დადგმული სპექტაკლები

რედაქტირება
  • დადგმული საოპერო და დრამატული  სპექტაკლები:
  • 2017წ.--- „სამგროშიანი ოპერა“ ბერტოლტ ბრეხტი. ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრი
  • 2016წ.--- „PERPETUUM MOBILE”  მატეი ვიშნეკი  პიესის მიხედვით.  ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი.
  • 2015წ.--- „რა ვუყოთ  ამ  ვიოლონჩელოს“ მატეი ვიშნეკი  კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ახალი სცენა
  • 2015წ.--- „ნული საათი.  The Zero Houer”  ენდრიუ ქუიკი,  გიორგი  თავაძე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის და ილია ჭავჭავაძის                 სახელობის დრამატული თეატრის ერთობლივი ნაწარმოები.
  • 2014წ.--- „მარწყვის   ცივი   ტორტი“    ალექსანდრე ქოქრაშვილის პიესა. ლადო მესხიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო დრამატული თეატრი.
  • 2014 წ.---  „აჩა-ბაჩა ანუ Delirium Comicus“ ლაშა ბუღაძის პიესების მიხედვით. გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის დრამატული თეატრი.
  • 2013 წ.---- „ეროტიული კარუსელი“  დევიდ ჰეირის  „ცისფერი ოთახი“ს მიხედვით. ეჟენ იონესკოს სახელობის ნაციონალური თეატრი. კიშინოვი.  მოლდოვა
  • 2012წ.---- „მაგრიტის  შემდეგ“  ტომ  სტოპარდი. შოთა რუსთაველის სახელობის  სახელმწიფო დრამატული თეატრი.
  • 2011 წ.---- „გვესაჭიროება მოხუცი კლოუნი“  მატეი ვიშნეკი. ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი.
  • 2010 წ.---- „დაბოლილი მთვარე“   ი. სამსონაძე    გ. თავაძე. შოთა რუსთაველის  სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი.
  • 2010 წ.---- „თავფარავნელის ბალადა“  მ. ხითარიშვილის როკ-ოპერა. თ. ჭილაძის  პიესის მოტივებზე. ლიბრეტო ირმა გურიელის ბათუმის  სახელმწიფო   მუსიკალური  ცენტრი
  • 2009 წ. ---- „ბანანისა და კომშის პუდინგი კონიაკითა და რომით“  ი. სამსონაძე გ.თავაძე ბათუმის  ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი.
  • 2008 წ.---- „ორი ბატონის მსახური“  კარლო  გოლდონი.   ბათუმის   სახელმწიფო  დრამატული თეატრი.
  • 2008 წ.---- „ სოფლის  ღირსება“  პიეტრო  მასკანის  ოპერა. ბათუმის სახელმწიფო  მუსიკალური ცენტრი.
  • 2007 წ.---- „ჭალას ჩიტი მომკვდსარიყო“    თ.  ჭილაძე   ბათუმის   სახელმწიფო დრამატული  თეატრი.
  • 2007 წ.---- „კაპულეტები და მონტეკები“  ვინჩენცო ბელინის ოპერა.    ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი.
  • 2007 წ---- „ნუგზარი და მეფისტოფელი“ ლაშა ბუღაძე.  ბათუმის  სახელმწიფო დრამატული თეატრი.
  • 2006 წ.---- „საღამოს ბაღში როგორც ფერად სიზმარში“  ი. სამსონაძე ბათუმის  სახელმწიფო დრამატული თეატრი.
  • 2005 წ.---- „თეატრი“   ლაშა ბუღაძე.   რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატული თეატრი.
  • 2004 წ. ----„ნუგზარი და მეფისტოფელი“  ლაშა ბუღაძე. სამეფო უბნის  თეატრი.
  • 2003წ.---- „გარეუბნის  მარტოსახლი“ ვლადიმერ სიხარულუძრე. ქუთაისის  მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი
  • 1999 წ.---- „ნახვის დღე“   თამაზ ჭილაძე. (რ. სტურუას  გ. თავაძე) შოთა  რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი.
  • 1995 წ.---- „იქ სადაც ღვარად მოედინება“  ი. სამსონაძე. შოთა რუსთაველის სახელობის  სახელმწიფო დრამატული თეატრი.
  • 1991 წ.---- „აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე“   ი. სამსონაძე.  შოთა   რუსთაველის  სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი.

დაწერილი აქვს პიესა

რედაქტირება
  • „ბანანისა და კომშის პუდინგი კონიაკითა და რომით“ (კომიკური იგავი ერთ მოქმედებად, ირაკლი სამსონაძესთან თანაავტორობით), 2009 წელი.
  • „დაბოლილი მთვარე გაპრიალებულ იატაკზე“ (კომიკური იგავი, ირაკლი სამსონაძესთან თანაავტორობით), 2010 წელი.

ჯილდოები

რედაქტირება
  • 2005 წელს საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით მიენიჭა სანდრო ახმეტელის სახელობის პრემია სპექტაკლისათვის „ნუგზარი და მეფისტოფელი“, რომელიც დადგა სამეფო უბნის თეატრში.
  • 2007 წელს კულტურის საერთაშორისო ბაზრობაზე „კავკასია 2007“ გიორგი თავაძე დაჯილდოვდა საპატიო დიპლომით, როგორც კავკასიის რეგიონის საუკეთესო რეჟისორი სპექტაკლისთვის „ნუგზარი და მეფისტოფელი“.
  • სპექტაკლისთვის „ნუგზარი და მეფისტოფელი“ 2008 წელს დაჯილდოვდა ლვოვის საერთაშორისო ფესტივალზე „ოქროს ლომი“ საპატიო დიპლომით.
  • 2007 წელს გ. თავაძის „ნუგზარი და მეფისტოფელი“ გაზეთ „24 საათის“ გამოკითხვის შედეგად, ასევე აჭარის თეატრალური საზოგადოების მიერ დასახელდა წლის საუკეთესო სპექტაკლად
  • 2008 წელს სპექტაკლისთვის „ნუგზარი და მეფისტოფელი“ დაჯილდოვდა ლვოვის საერთაშორისო ფესტივალზე „ოქროს ლომი“ საპატიო დიპლომით.
  • 2009.წელი. ტრაპიზონის შავი ზღვის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ლაურეატი.
  • 2010 წლის 14 იანვარს, ქართული თეატრის დღეს, საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ გიორგი თავაძე დააჯილდოვა კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიით ბათუმის თეატრში წარმატებით განხორციელებული სპექტაკლებისთვის.
  • 2010 წლის 27 მარტს აჭარის თეატრალურმა საზოგადოებამ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ პირველად (აქამდე ეს პრემია გაიცემოდა მხოლოდ მსახიობებზე) რეჟისორი გიორგი თავაძე დააჯილდოვა იუსუფ კობალაძის სახელობის პრემიით.
  • 2010 წ.--- თეატრალურ  კონურსზე   „დურუჯი“,  კულტურის სამინისტროს სპეციალური  პრემია.
  • 2012წ.---  ,,ეჟენ იონესკოს“ სახელობის საერთაშორისო თეატრალური  ფესტივალი. THE INTERNATIONA FESTIVAL OF PERFORMING ARTS ,,BITEI-2012”

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება