შალვა თაბუკაშვილი

(გადამისამართდა გვერდიდან თაბუკაშვილი, შალვა)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თაბუკაშვილი.

შალვა ტრიფონის ძე თაბუკაშვილი (დ. 28 მარტი, 1893, ხარაგაული — გ. 9 მაისი, 1971, თბილისი) — ქართველი პედაგოგი, ლიტერატორი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

სწავლობდა ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1916 წელს და დაბრუნდა სამშობლოში. მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა სკოლებში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 20-იან წლებში მამასთან ერთად, რომელიც აგრეთვე ცნობილი პედაგოგი იყო, ხელი მოჰკიდა სახელმძღვანელოებისა და მეთოდური ლიტერატურის შედგენა-გამოშვებას. შალვა თაბუკაშვილის კალამს ეკუთვნის ისეთი თეორიულ-პედაგოგიურ-მხატვრული ხასიათის წიგნები, როგორებიცაა „ განთიადი“, „წითელი კანდელი“, „მნათობი“, „ახალი სოფელი“, „პუნქტუაცია“, „საბჭოთა რესპუბლიკების ლიტერატურა“ და სხვა. აღსანიშნავია თანაავტორობით გამოქვეყნებული 3-7 კლასების მშობლიური ლიტერატურა. იგი 114 ნაშრომის ავტორია. ამასთანავე სისტემატურად თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში, აქვეყნებდა საყმაწვილო მოთხრობებს, ეწეოდა მთარგმნელობით მოღვაწეობას, მუშაობდა გამომცემლობებში: „სახელგამსა“ და „საბლიტგამში“ მთავარ რედაქტორად, აგრეთვე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალ „მოამბის“ რედაქციის გამგედ.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, 162, თბ., 1994