ზღუდრის წმინდა სტეფანეს ეკლესია
ზღუდრის წმინდა სტეფანეს ეკლესია — ეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდერში. მდებარეობს სოფლის სამხრეთით დაახლოებით 300 მეტრზე, კლდოვან ფერდობზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (5,1 X 3,1 მ), ნაგებია ქეიშაქვისა და რიყის ქვის შერეული წყობით. წყობა ირეგულარულია. ერთადერთი შესასვლელი სამხრეთით ყოფილა. შებრტყელებულ ნახევარწრიულ აფსიდში შემორჩენილია სარკმლის ძირის კვალი და ერთი სწორკუთხა ნიში. აღმოსავლეთ ფასადის ქვედა ნაწილში მოზრდილი ჟანგისფერი ქვების წყობით ცოკოლის მსგავსი შრეა. კედლები დასრულებული იყო თაროსებრი ლავგარდნით.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 372.