ზღუდრის ღვთისმშობლის ეკლესია
ზღუდრის ღვთისმშობლის ეკლესია — ეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდერში. მდებარეობს სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით 600-700 მეტრზე, გორაკზე, სასაფლაოზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება XIII-XIV საუკუნეებით.
ეკლესია დარბაზულია (8,8 X 5,8 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომის, ფორმისა და ფერის (მოყვითალო, ღვინისფერი, მომწვანო) ქვიშაქვის ქვებით; ლავგარდანი შირიმის ქვის იყო (შემორჩენილია რამდენიმე ქვა). შესასვლელი ეკლესიას სამხრეთიდან ჰქონდა. ნახევარწრიული, შებრტყელებული კონქით გადახურული აფსიდის ღერძზე ბრტყელი ქვით გადახურული სარკმელია, რომლის ორივე მხარეს სწორკუთხა ნიშებია. ბრტყელი ქვითაა გადახურული სარკმელი დასავლეთ კედელშიც. ეკლესია გადახურული იყო დარბაზის გრძივ კედლებზე დაყრდნობილი ნახევარწრიული კამარით.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 374.