ზღვის ძაღლი
ზღვის ძაღლი, სივუჩი (Eumetopias jubatus), ძუძუმწოვარი ყურებიანი სელაპების ოჯახისა. სქესმწიფე მამლის სიგრძე 3,5 მ-მდეა, წონა 1000 კგ-მდე, დედლისა — 2,6 მ-მდე და 350 კგ-მდე. ბინადრობს წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში. განგურისა და გამრავლების დროს თავს იყრიან ოხოტის ზღვაში წმ. იონას, კურილის, კომანდორის კუნძულებზე, კამჩატკაზე. თითოეულ მამალთან 15-მდე დედალია თავისი ნაშიერებით. ზღვის ძაღლის რეწვა შეზღუდულია, ზოგან — აკრძალულიც.
ზღვის ძაღლი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ზღვის ძაღლი | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Eumetopias jubatus | |||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||
საფრთხესთან ახლოს მყოფი IUCN 3.1 Near Threatened : 8239 | |||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 552.