ზღვის ღორი (ლათ. Phocoena phocoena) — წყლის ძუძუმწოვარი ცხოველი ვეშაპისნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 1,8 მ აღწევს, წონა 80 კგ. ზურგი და ფარფლი მუქი ფერისაა, მუცელი თეთრი, გვერდები ნაცრისფერი. გვხვდება წყნარი ოკეანის ჩრდილო ნაწილისა და ჩრდილოეთი ატლანტიკის სანაპირო ზონაში. პატარ-პატარა ჯოგებად ცხოვრობს. ძირითადად იკვებება ჯოგებად მცხოვრები თევზებით, თავფეხიანებითა და მოლუსკებით. შობს ნაშიერს, რომლის სხეულის სიგრძეა დაახლოებით 75 სმ, წონა დაახლოებით 3 კგ. ზღვის ღორს წარსულში ჰქონდა სარეწაო მნიშვნელობა. 1965 წლიდან მასზე რეწვა აკრძალულია.

ზღვის ღორი

ზღვის ღორი
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Phocoena phocoena
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 17028
გავრცელება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება