ზღვისენისებრნი
ზღვისენისებრნი (ლათ. Soleidae) — თევზების ოჯახი კამბალასნაირთა რიგისა. აქვთ მოგრძო ფოთლისმაგვარი სხეული, ირიბი, პატარა პირი. გავრცელებული არიან ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზღვებში. ოჯახში 40-მდე გვარია. შავ ზღვაში გვხვდება ჩვეულებრივი ზღვის ენა (Solea solea). მისი სხეულის სიგრძე 60 სმ აღქევს, წონა 4 კგ. გაზაფხულსა და ზაფხულში ყრის 150 ათასამდე კვერცხს. დანარჩენი 2 სახეობა სამხრეთ ზღვისპირეთის ზღვებშია გავრცელებული. აქვთ მცირეოდენი სარეწაო მნიშვნელობა.
ზღვისენისებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Soleidae | ||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 549.