ზურაბ რთველიაშვილი

ქართველი პოეტი

ზურაბ (ზურა) რთველიაშვილი (დ. 16 ოქტომბერი, 1967, ქ. ყარაღანდა, ყაზახეთის სსრ, — გ. 20 აპრილი, 2021, თბილისი) — ქართველი პოეტი, მულტიმედია არტისტი და აქტივისტი.

ზურაბ რთველიაშვილი
დაბადების თარიღი 16 ოქტომბერი, 1967(1967-10-16)[1]
დაბადების ადგილი ყარაღანდა
გარდაცვალების თარიღი 20 აპრილი, 2021(2021-04-20) (53 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი
საქმიანობა multimedia artist, პოეტი, შემსრულებელი, კინომსახიობი და მსახიობი
მოქალაქეობა  საქართველო
 შვედეთი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
Magnum opus პოეზიის დიქტატურა
ჯილდოები პრემია „საბა“
საიტი armuri.georgianforum.com/t1002-topic

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი. 1987-1990 წლებში მონაწილეობდა ეროვნულ მოძრაობაში. 1990-იან წლებში გამოდიოდა პოეტური პერფორმანსებით დავით ჩიხლაძესთან, შოთა იათაშვილსა და სხვებთან ერთად. მონაწილეობდა 2003 წელს ვარდების რევოლუციის პერიოდის საპროტესტო გამოსვლებში. 2005 წლიდან გამოდიოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავრობის კრიტიკით. იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ​„თანასწორობის ინსტიტუტის“ ერთ-ერთი ლიდერი. 2010–2020 წლებში პოლიტიკური დევნილის სტატუსით ცხოვრობდა შვედეთში. გამოქვეყნებული ჰქონდა რამდენიმე პოეტური კრებული; მონაწილეობდა პოეტურ პერფორმანსებში საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში. მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ნორვეგიულ, ჰოლანდიურ, უკრაინულ, რუსულ, ირანულ, აზერბაიჯანულ და ბენგალურ ენებზე. რამდენიმე როლი შეასრულა სხვადასხვა ფილმში, მ. შ. მთავარი როლი გერმანელი რეჟისორის ჯულიან რადლმაიერის მხატვრულ ფილმებში „მოლანდება ევროპაში“ (2011) და „ბიურგერული ძაღლის თვითკრიტიკა“ (2017). შვედეთში ცხოვრების პერიოდში რთველიაშვილი თანამშრომლობდა სტოკჰოლმის ავანგარდულ თეატრთან GILJOTIN, სადაც დაიდგა მისი ექსპერიმენტული სპექტაკლი PASS PORT.[2] 2018 წელს მისმა პოეტურმა კრებულმა „პოეზიის დიქტატურა“ პრემია „საბა“ მიიღო წლის საუკეთესო პოეტური კრებულისათვის. გარდაიცვალა 2021 წლის 20 აპრილს ავადმყოფობის შედეგად.[3]

  • ირექცია, 1997
  • აპოკრიფი, 2001
  • ანარქი, 2005
  • პოეზიის დიქტატურა, თბ. გამომცემლობა ინტელექტი, 2017, ISBN 978-9941-470-66-0
  • მოლანდება ევროპაში, რეჟისორი ჯულიან რადლმაიერი, 2011
  • ბიურგერული ძაღლის თვითკრიტიკა, რეჟისორი ჯულიან რადლმაიერი, 2017

პრემიები და ჯილდოები

რედაქტირება
  • ლიტერატურული პრემია „საბა“ 2018 წელს წიგნისათვის „პოეზიის დიქტატურა“
  1. Catalog of the German National Library
  2. ინტერვიუ ზურაბ რთველიაშვილთან დაარქივებული 2021-04-20 საიტზე Wayback Machine. . Invités Levure 13.
  3. პოეტი ზურაბ რთველიაშვილი გარდაიცვალა. „რადიო თავისუფლება“. აპრილი 20, 2021.