ზურაბ დავითაშვილი

ქართველი პოლიტოლოგი და გეოგრაფი

ზურაბ ვახტანგის ძე დავითაშვილი (დ. 24 ივლისი, 1953, თელავი) — ქართველი პოლიტოლოგი, გეოგრაფი, მეცნიერი. პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი (2003), პროფესორი (2004).

ზურაბ დავითაშვილი
დაბადების თარიღი 24 ივლისი, 1953 (1953-07-24) (70 წლის)
დაბადების ადგილი თელავი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი
ეროვნება ქართველი

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი სოციალურ-ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით (1976). იმავე უნივერსიტეტის საზოგადოებრივ პროფესიათა მეორადი ფაკულტეტი საერთაშორისო ურთიერთობათა ისტორიის სპეციალობით (1978). სხვადასხვა პერიოდში სწავლობდა და მოღვაწეობდა მოსკოვის მიხეილ ლომონოსოვის სახელობის, რაბატის (მაროკო), ჯონზ ჰოპკინზის და ტაფტის (აშშ) უნივერსიტეტებში. 1979 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იყო საერათაშორისო ურთიერთობების კათედრის გამგე (1996–2005), მიმართულების ხელმძღვანელი (2005 წლიდან). 1987–2004 წლებში პარალელურად მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეროვნული ურთიერთობების კვლევების ცენტრის ეთნოსოციოლოგიის განყოფილების გამგედ (1991–1996) და პოლიტოლოგიის ინსტიტუტის გეოპოლიტიკის განყოფილების ხელმძღვანელად (2000–2004). 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“. გამოქვეყნებული აქვს შრომები საერთაშორისო ურთიერთობების თეორიის, გეოპოლიტიკის, გლობალიზაციის, ნაციონალიზმის, ეთნიკური გეოგრაფიისა და ეთნოსოციოლოგიის პრობლემების შესახებ, რამდენიმე საუნივერსიტეტო და სასკოლო სახელმძღვანელო.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება