ზურაბ გუჩუა
ზურაბ გუჩუა (დ. 19 აპრილი, 1948, წალენჯიხა – გ. 3 იანვარი, 2022) — ქართველი პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი.
ზურაბ გუჩუა | |
---|---|
დაბადების თარიღი | 19 აპრილი, 1948 |
დაბადების ადგილი | წალენჯიხა, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 3 იანვარი, 2022 (73 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. 1966–1974 წლებში იყო წალენჯიხის ადგილობრივი მრეწველობის სამინისტროს, წვენების ქარხნის, ჩაის ფაბრიკის მუშა. 1980–1989 წლებში იყო წალენჯიხის რაიონული გაზეთის საკუთარი კორესპონდენტი, სოფელ ლიის კოლმეურნეობის პარტიული კომიტეტის მდივანი, 1988 წლიდან კი კვლავ კორესპონდენტი. 1990–1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“, მაჟორიტარი, წალენჯიხის საარჩევნო ოლქი, საქართველოს ჰელსინკის კავშირი. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).