ზურაბიშვილები
ფეოდალური საგვარეულო ქართლში (ბარათაშვილების განშტოება).
ზურაბიშვილები — ფეოდალური საგვარეულო ქართლში. XVII საუკუნის შუა წლებში საბარათიანოს სარდალი ზურაბ ბარათაშვილი გამოეყო სახლიკაცებს და ცალკე სათავადო — საზურაბიშვილო ჩამოაყალიბა. XVIII საუკუნის დასაწყისისათვის ზურაბიშვილები 100-მდე კომლს ფლობდნენ. მამულები უმთავრესად დმანისისა და ხრამის ხეობაში ჰქონდათ, რეზიდენცია სასახლითა და ეკლესია-მონასტრით — კაზრეთის ხეობაში. ზურაბიშვილებს ქართლის სამეფო კარზე სუფრაჯის, მორდლის, ბოქაულთუხუცესის თანამდებობანი ეპყრათ. XVIII საუკუნის დასასრულს მათი მამული გააჩანაგა და ააოხრა ლეკთა გამუდმებულმა თარეშმა.
ლიტერატურა
რედაქტირება- აკოფაშვილი გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 402.
- გვრიტიშვილი დ., ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (ქართლის სათავადოები), თბ., 1955;
- ჯამბურია გ., ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., 1955;