ზულეიხა სეიდმამედოვა

ზულეიხა სეიდმამედოვა (აზერ. Züleyxa Mirhəbib qızı Seyidməmmədova, ქართ. ზულეიხა მირჰაბიბ-ყიზი სეიდმამედოვა; დ. 22 მარტი, 1919, ბაქო, აზერბაიჯანი — გ. 1999, ბაქო, აზერბაიჯანი) — საბჭოთა სამხედრო პილოტი, კაპიტანი, 586-ე საავიაციო პოლკის შტურმანი, რომელიც მარინა რასკოვას, საპარაშუტო სპორტის ინსტრუქტორის მოსწავლე იყო. 1951—1974 წლებში აზერბაიჯანის სსრ-ის სოციალური დაცვის მინისტრი იყო. ცნობილია, როგორც პირველი აზერბაიჯანელი სამხედრო პილოტი.[1]

ზულეიხა სეიდმამედოვა
Züleyxa Seyidməmmədova
ეროვნება აზერბაიჯანელი
დაბადების თარიღი 22 მარტი, 1919
დაბადების ადგილი ბაქო აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
გარდაცვალების თარიღი 1999 (79-80 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბაქო აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
კუთვნილება საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ჯარის სახეობა სამხედრო-საჰაერო ძალები
სამხედრო სამსახურის წლები 1941-1945
წოდება კაპიტანი
ნაწილი 586
ბრძოლები/ომები მეორე მსოფლიო ომი
აღმოსავლეთის ფრონტი
სტალინგრადის ბრძოლა
კურსკის ბრძოლა
ჯილდოები
სამსახურიდან გადადგომა აზერბაიჯანის სსრ-ის სოციალური დაცვის მინისტრი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ზულეიხა სეიდმამედოვა დაიბადა 1919 წლის 22 მარტს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში.[2] სკოლაში სწავლობდა დედასთან ერთად. სკოლაში სწავლისას, ზულეიხა გატაცებული იყო საავიაციო სპორტით.

სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩააბარა აზერბაიჯანის ინდუსტრიულ ინსტიტუტში. 1934 წლის გაზაფხულს ჩააბარა ბაქოს მფრინავთა კლუბში, ხოლო ოქტომბრისთვის უკვე გახდა პილოტი. ასე ზულეიხა გახდა პირველი აზერბაიჯანელი პილოტი-ქალი და საპარაშუტო სპორტის ინსტრუქტორი. 1935 წლის აგვისტოში, პირველი საკავშირო მედესანტეების შეკრების დროს, მოსკოვში, მას მიანიჭეს ინსტრუქტორ მედესანტეს კვალიფიკაცია. 1936 წლის 21 იანვარს, კრემლში, აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების მეთხუთმეტე წლისთავთან დაკავშირებით მიღება გაიმართა, სადაც კომკავშირელ ზულეიხა სეიდმამედოვა საპატიო ნიშანის ორდენით დაჯილდოვდა. 1936 წლიდან, ხდება ბაქოს აერო კლუბის ინსტრუქტორი პილოტი. 1938 წელს ზულეიხა დაამთავრა აზერბაიჯანის ინდუსტრიული ინსტიტუტი, ინჟინერ-გეოლოგის სპეციალობით. 1938 წლის აგვისტოში, ზულეიხამ თავისი დოკუმენტები წარადგინა ჟუკოვის სახელობის საჰაერო ძალების აკადემიაში ჩასარიცხად. გამონაკლისის სახით იგი დაუშვეს გამოცდებზე. გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, ჩაირიცხა შტურმანის ფაკულტეტზე. 1939 წლის დეკემბერში ხდება მოსკოვი საკრებულოს დეპუტატი. 1940 წლის 23 თებერვალს მას მიენიჭა უმცროსი ლეიტენანტის წოდება.

მეორე მსოფლიო ომი

რედაქტირება

1941 წლის მაისში დაამთავრა აკადემია და მიიღო დანიშვნა სასწავლო აკადემიის საავიაციო პოლკის შტურმანის ესკადრილიაში. მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, მისი ავიაპოლკი ჩამოყალიბდა, როგორც საბრძოლო პოლკი და შევიდა მოსკოვის საჰაერო თავდაცვის სისტემის შემადგენლობაში. 1941 წლის ბოლოს, იგი დაინიშნა ახლადშექმნილი 586-ე ქალთა ავიაპოლკის შტურმანად. 586-ე ავიაპოლკის შემადგენლობაში, იგი მონაწილეობდა სტალინგრადის ბრძოლის, კურსკის ბრძოლის და კორსუნ-შევჩენკოვის ოპერაციის საჰაერო საბრძოლო მოქმედებებში. მას მიენიჭა დიდი სამამულო ომის მე-2 ხარისხის ორდენი. მთელი ომის მანძილზე, ზულეიხა სეიდმამედოვა, თავისი მოიერიშე თვითმფრინავით Як-9, გაფრინდა 500-ზე მეტ დავალებაზე და განახორციელა 40-ზე მეტი საჰაერო საბრძოლო მოქმედება. ომის დასასრული, ზულეიხამ ბუქარესტში, 586-ე პოლკის სარდლის მოადგილეს რანგში შეხვდა.

ომის შემდგომი წლები

რედაქტირება

ომის შემდეგ, ზულეიხა ჯარიდან დემობილიზდა და დაბრუნდა ბაქოში, სადაც მუშაობდა ბაქოს საქალაქო პარტიის კომიტეტის ინსტრუქტორად. 1946 წლის სექტემბერში, აირჩიეს აზერბაიჯანის ახალგაზრდული კომიტეტის ცენტრალურ მდივნად და ამ რანგში 1951 წლამდე მუშაობდა. 1947 წელს აირჩიეს აზერბაიჯანის სსრ-ის უზენაესი საბჭოს დეპუტატად. 1951 წლიდან 1974 წლამდე იყო აზერბაიჯანის სსრ-ის სოციალური დაცვის მინისტრი. ასევე მუშაობდა უცხო ქვეყნებთან აზერბაიჯანის მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობების პრეზდიუმის თავმჯდომარის მოადგილედ.

მიღწევებისთვის და განსაკუთრებით ნაყოფიერი საზოგადოებრივი საქმიანობისთვის, აზერბაიჯანის სსრ-ის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ ზულეიხა მირჰაბიბ კზი სეიდმამედოვას მიენიჭა ლენინის ორდენი.

ჯილდოები

რედაქტირება

ზულეიხა სეიდმამედოვა დაჯილდოებულია შვიდი ორდენით და რამდენიმე მედლით:

ფილმებში

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. (Russian) The Proprietress of the Sky by I.Gadirova. Nash Vek. 7 May 2004. Retrieved 6 June 2007
  2. Züleyxa Seyidməmmədova. http://qadin.net/index.php?newsid=254