ზლიტენი
ზლიტენი (არაბ. زليتن) — ქალაქი ლიბიაში, მისრათის რაიონში. მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ სანაპიროზე, სიდრის ყურის დასავლეთით. წარსულში იყო ყოფილი ზლიტენის რაიონის დედაქალაქი.
ქალაქი | |
---|---|
ზლიტენი არაბ. زليتن | |
ქვეყანა | ლიბია |
რეგიონი | ტრიპოლიტანია |
რაიონი | მისრათა |
კოორდინატები | 32°28′00″ ჩ. გ. 14°34′00″ ა. გ. / 32.46667° ჩ. გ. 14.56667° ა. გ. |
მოსახლეობა | 231,000 კაცი |
სასაათო სარტყელი | UTC+2 |
ოფიციალური საიტი | http://zliten.gov.ly |
ქალაქი გაშენებულია ტრიპოლიდან 160 კმ-ით და უძველეს რომაულ ქალაქ ლეპტის-მაგნიდან 35 კმ-ით აღმოსავლეთით.
ზლიტენში ფუქნციონირებს ლიბიის ყველაზე სახელგანთქმული ისლამური უნივერსიტეტი ალ-ჯამია-ალ-ასმარია (არაბ. جامع الاسمربة).
ქალაქში მრავლადაა ძველრომაული ძეგლები, არაბული კალიგრაფიის შემცველი ქვები. განთქმულია სანაპიროს გასწვრივ ჩამწკრივებული ზეთისხილით, პალმის ხეებითა და ციტრუსებით.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Zliten “Cities of the Saints” დაარქივებული 2007-10-09 საიტზე Wayback Machine.
- Zliten Hotel დაარქივებული 2008-01-31 საიტზე Wayback Machine.
- Mattingly, D., R. Talbert, T. Elliott, S. Gillies. Places: 344573 (Zliten). Pleiades. ციტირების თარიღი: March 8, 2012.