ზინდისის ქუჩა
ზინდისის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მდებარეობს ისნის რაიონში (ავლაბარი), აწყურისა და ავლიპი ზურაბაშვილის ქუჩებს შორის. წარმოიქმნა XX საუკუნის დასაწყისში. მისი ადრინდელი სახელია ფერმის ქუჩა. თბილისის 1934 წლის გეგმაზე დატანილია როგორც ფერმა-ავლაბრის მე-14 ქუჩა. 40-იან წლებში ფერმა-ავლაბრის I ქუჩა ეწოდა, ხოლო ამავე საუკუნის 60-იან წლებში დღევანდელი სახელი. ზინდისი ყოფილი სოფელი და ამჟამად დაბა სურამის ერთ-ერთი უბანია.
ზინდისის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | ისნის რაიონი |
ისტორიული რაიონი | ავლაბარი |
წინა სახელები | ფერმის ქუჩა, ფერმა-ავლაბრის მე-14 ქუჩა, ფერმა-ავლაბრის I ქუჩა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 81, ISBN 978-99928-20-35-3.