ზინაიდა გაგლოევა (გაგლოითი) (დ. 15 დეკემბერი, 1915, ვანელი, ჯავის რაიონი, — გ. 5 ივლისი, 1987) — ოსი მსახიობი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1957).

ზინაიდა გაგლოევა
დაბადების თარიღი 15 დეკემბერი, 1915
ვანელი, ჯავის რაიონი
გარდაცვალების თარიღი 5 ივლისი, 1987 (71 წლის)
საქმიანობა მსახიობი
ჯილდოები საქართველოს სსრ სახალხო არტისტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1933–1935 წლებში სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრთან არსებულ სტუდიაში. 1941 წელს დაამთავრა ლენინგრადის ა. ოსტროვსკის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

1941 წლიდან იყო ცხინვალის კოსტა ხეთაგუროვის სახელობის თეატრის ოსური დასის მსახიობი. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: დეზდემონა (უ. შექსპირის „ოტელო“), მაია (ვ. კანდელაკის „მაია წყნეთლი“), ბეატრიჩე, მირანდოლინა (კ. გოლდონის „ორი ბატონის მსახური“, „სასტუმროს დიასახლისი“), კატერინა (ა. ოსტროვსკის „ჭექა–ქუხილი“), ასიათი (ე. ბრითაევის „ორი და“), ლუიზა(ფ. შილერის „ვერაგობა და სიყვარული“), ფატიმა(დ. თუაევის „ფატიმა“), დუნია (კ. ხეთაგუროვის „დუნია“), აზაუ (გ. ფლიევის „ჩერმენი“) და სხვა.

1944 წლიდან იყო სკკპ წევრი.

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1954. №5. გვ. 23
  2. საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1957. №4. გვ 14